ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
25/08/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ქუთაისელი გოგონა, რომელმაც დიაბეტური პროდუქტი შექმნა იტალიაში მიიწვიეს
გასულ თვეში, ქუთაისელმა მოსწავლემ მარია ერაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მეცნიერი უკვე რამოდენიმე კონკურსის გამარჯვებული და პრიზიორია. მისი წარმატება ჯერ კიდევ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადიდან დაიწყო, შემდეგ მარიამ მეწყვილე გიორგი ფხაკაძესთან ერთად მეცნიერული ნაშრომით „ცოცხალი საკვები“ ლეონარდო დავინჩის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელიც გახდა. სულ ახლახანს კი მარიამ იტალიის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტიდანაც მიიღო მოწვევა, სადაც მან 60 000 დოლარზე მეტის სასწავლო გრანტი მოიპოვა.
მარია და მისი მეწყვილე გიორგი უნიკალურ კვლევაზე რამოდენიმე წელი მუშაობდნენ. ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლის მოსწავლემ დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებული პროდუქტი შექმნა.
ახალი პროდუქტი მიგნებაა თანამედროვე მეცნიერებაში. „ცოცხალ საკვებში“ ქუთაისელმა მოსწავლემ მხოლოდ ქართული კულტურები შეარჩია. ამარანტი უნიკალურ ნივთიერებას ანტიოქსიდანტს სკვალენს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრების ხარჯზე. სწორედ ამ განსაკუთრებული ნედლეულის გამოყენებით დაიწყეს ახალგაზრდებმა ხანგრძლივი კვლევები, რათა საბოლოო ჯამში განსაკუთრებული თვისებების მქონე ნედლეული მიეღოთ. პროექტზე მუშაობისას და მარცვლეულის გაღვივებისასაც მხოლოდ ქართული მინერალური წყალი იქნება შერჩეული. საბოლოოდ აღმოცენებული მარცვლეულის გამოყენებით ნორჩმა მეცნიერებმა შექმნეს საკვები პროდუქტი სოიოს რძის, სოის გამონაწნეხის, მისი სხვა პროდუქტებისა და პურის სახით. მიღებულ პროდუქტებში გლიკემიური ინდექსი მხოლოდ 28 ერთეულს შეადგენს, მაშინ როდესაც დიაბეტით დაავადებულთათვის მისაღები 40 ერთეულიც კია. საქართველოში კი მსგავსი პროდუქტი, განსაკუთრებით კი პური, ფაქტიურად არ იწარმოება.
მარია ერაძის წარმატება ამ კვლევებისა და ნაშრომების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს მას რამოდენიმე საინტერესო შემოთავაზება აქვს მსოფლიოს სხვადასხვა კოლეჯიდან. მისი საბოლოო არჩევანიც შესაძლოა ადრიატიკის უნივერსიტეტზე შეჩერდეს, საიდანაც ქუთაისელმა მოსწავლემ 100%-იანი დაფინანსება უკვე მოიპოვა.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 6501