გასულ წელს, წარმატებული მოსწავლე FLEX-ის გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და ჩამოსვლის შემდეგ ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება სკოლასთან არსებულ ცენტრში გააგრძელა. შტატებში მიღებული გამოცდილება მისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და ამ ეტაზე სწავლის გაგრძელებას საქართველოში ISET-ში გეგმავს. მიუხედავად სერგის სამომავლო გეგმებისა, მან უკვე მიიღო მიწვევა ევროპის რამოდენიმე პრესტიჟული უნივერსიტეტიდან და იმედოვნებს, რომ სწავლების შემდეგ ეტაპზე გააგრძელებს განათლების მიღებას ევროპაში და ჯერჯერობით კი საქართველოში დარჩება სასწავლებლად.