ახლადრეაბილიტირებული ქუთაისის #10 საჯარო სკოლა 6 ივნისს 12:30 საათზე, ხოლო 32-ე სკოლა - 13 საათზე ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ენტონი უელჩერი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგენიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან. ფონდი საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო პროექტს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტით/გრანტით ახორციელებს.