5 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბესთ ვესტერნ ქუთაისში“ (ქუთაისი, იოსებ გრიშაშვილის N 11) ექიმები ჩაბა ფოლდეში და გიორგი ჩხოლარია პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც კლინიკაში დანერგილ უახლეს მეთოდებს გააცნობენ საზოგადოებას და მოწვეულ ექიმებს. ქართველი ექიმები დეტალურად გაეცნობიან მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებს, რომელიც უკვე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. მოწვეულ მედიას საშუალება ექნება უნგრელი და ქართველი სპეციალისტისგან მიიღოს ინფორმაცია კრიოაბლაციის მაღალტექნოლოგიური ოპერაციების შესახებ, რომელიც ქუთაისში ინერგება.
კრიოაბლაციის პროცედურის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და ის მედიკამენტებით მკურნალობასთან შედარებით ბევრად უფრო ხარჯთეფექტური, უსაფრთხო და ეკონომიურია. ის მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაახლოებით 370 000 პაციენტს ჩაუტარდა. საქართველოში (თბილისში) კრიოაბლაციის ოპერაცია წელიწადზე ნაკლებ დროში 100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მისი საშუალებით შესაძლებელია: არითმიის დიაგნოსტიკა, მისი მექანიზმის გარკვევა, შემდეგ არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება. “ჩუმი”, აღმოუჩენელი წინაგულთა ფიბრილაცია ინსულტის გავრცელებული მიზეზია. რეკომენდირებულია, რომ ჩატარდეს პირობითი და მიზნობრივი ინტენსიური ეკგ სკრინინგი წინაგულთა ფიბილაციის აღმოსაჩენად ყველა პაციენტში, რომელიც 65 წელს ზემოთაა ან იმ პაციენტებშიც, ვისაც ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა აქვთ გადატანილი.