საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. UNICEF-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ქართველი საზოგადოება არ იცნობს ბავშვების რეალურ პრობლემებს და შესაბამისად მათ მიერ გამოწვდილ ხელზე არასწორად რეაგირებს. აქედან გამომდინარე კამპანიამ მიზნად დაისახა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიუსაფარი ბავშვების რეალურ პრობლემების შესახებ და აქტიური, კრიტიკული მსჯელობის ინიცირება თემაზე: უნდა მივცეთ თუ არა მიუსაფარ ბავშვს ფული?
პრეზენტაციისას, თანასწორგანმანათლებლები მოყვებიან საკუთარ ისტორიებსა და ისაუბრებენ მიუსაფარ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებაზე. ასევე, იმართება სოციალური ვიდეო-კლიპის პრეზენტაცია და მიუსაფარი ბავშვების მიერ მომზადებული პერფორმანსის - სახელწოდებით „ჩვენი უფლებაა“ დემონსტრაცია. პარალელურ რეჟიმში გამოფენილი იქნება ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები.