„22 წლის ასაკში უკვე ჩემი საკუთარი ღვინო მაქვს. ღვინის სახელზეც ბევრი ვიფიქრე. სი’ყვარული, სი’მშვიდე, სი’ლაღე, სი’გიჟე, სი’მამაცე, სი’ნატიფე, სი’მსუბუქე, სი’მარტოვე, სი’ამოვნება, სი’მარტივე, სი’თბო, ან იქნებ სი’მთვრალე?! სი’ არის ის, რაც ყველასია და ყველასშია; მჯერა, რომ ბოთლებზე დაწერილ სხვადასხვა სი'-ში, ადამიანები თავიანთ სი'-ს აუცილებლად იპოვიან და მალე ი'სი'ამოვნებენ ჩემი ღვინით,“ - ამბობს ღვინო სი-ს მფლობელი.
მარიამი ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე და მაგისტრატურაში სწავლის პარალელურად USAID YES-Georgia-ს პროექტის კომპონენტ buzz Georgia-ში ჩაერთო, რომელიც ახალგაზრდა მეწარმისთვის განსაკუთრებული მოტივატორი გახდა.