ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ყაზახეთის მთავრობა სს “ბითიეი ბანკის” აქციონერი გახდა
05/02/2009

 

პრესრელიზი

5 თებერვალი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ბითიეი ბანკი
ლელი ბიბილაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და
რეკლამის მენეჯერი 
მობ: +995 (95) 911583
ელ-ფოსტა: l.bibilashvili@bta.ge

ყაზახეთის მთავრობა სს “ბითიეი ბანკის” აქციონერი გახდა 

[PUBLICITY.GE] თბილისი, 5 თებერვალი, 2009  - ყაზახეთის მთავრობამ სს “ბითიეი ბანკის” აქციები შეიძინა. ყაზახეთის რესპუბლიკის სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ფინანსური ბაზრისა და ინსტიტუტების უკეთ რეგულირებისთვის და ბანკის კაპიტალის შემდგომი ზრდისათვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება “ეროვნული კეთილდღეობის ფონდ “სამრუკ კაზინას”” მიერ დამატებით გამოშვებული აქციების შესყიდვაზე. გამოსყიდვა განხორციელდება დამატებითი ემისიის სახით 29915425 მარტივი აქციით 8401 ტენგის ფასად. შედეგად ბანკი გაზრდის კაპიტალს 251319485425 ტენგის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს “სამრუკ კაზინის” წილი იქნება 78.14%, ხოლო მიმდინარე აქციონერების წილი – 21.86% აქციათა რაოდენობის შენარჩუნებით.

არმან დუნაევი, “ეროვნული კეთილდღეობის ფონდის “სამრუკ კაზინის”” დირექტორის მოადგილე დაინიშნა სს “ბითიეი ბანკის” დირექტორთა საბჭოს წევრად. ანვარ საიდენოვი, წარსულში ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მმართველი, დაინიშნა სს ”ბითიეი ბანკის” დირექტორის მრჩევლად.

სს “ბითიეი ბანკის” დირექტორი რომან სოლოდჩენკოს თქმით, “ბანკი აგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას, ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს მოსახლეობის და ეკონომიკის დაკრედიტებას, ემსახურება კლიენტებს, იღებს და გასცემს ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტებს.”

ბანკი ფლობს ლიკვიდურობის საკმარის მარაგს და წარმოადგენს საიმედო პარტნიორს, როგორც სამთავრობო, ისე უცხოელი და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისთვის. კაპიტალში სახელმწიფოს ჩართულობა კი წარმოადგენს კრიზისის პერიოდის ყველაზე რთული და გაუთვალისწინებელი პირობების უკეთ მართვისა და სტაბილურობის უტყუარ გარანტიას.

დამატებითი ინფორმაცია:

“ბითიეი ჯგუფი” დსთ-ს ტერიტორიაზე ლიდერი საბანკო ქსელია სს “ბითიეი ბანკის” კონსოლიდირებული აქტივები, 2008 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, უტოლდება 30,6 მილიარდ აშშ დოლარს. საკრედიტო პორტფელმა მიაღწია 23.5 მილიარდ დოლარს. ხოლო კონსოლიდირებული წმინდა მოგება 2008 წლის მესამე კვარტალში, არის 293 მილიონი აშშ დოლარი.

პარტნიორი ბანკების ქსელი მოიცავს რუსეთს, უკრაინას, ბელორუსიას, საქართველოს, სომხეთს, ყირგიზეთს და თურქეთს. “ბითიეი ბანკის” წარმომადგენლობები მუშაობს რუსეთში, უკრაინაში, ჩინეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და დიდ ბრიტანეთში.

2008 წელს, გავლენიანი საქმიანი ჟურნალის “ბანკირის” რეიტინგების მიხედვით, სს “ბითიეი ბანკი” ერთ წლის თავზე 100 ერთეულით განვითარდა, მსოფლიოში საუკეთესო ბანკების სიაში 295-ე ადგილიდან 173-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2006 და 2007 წლებში სს “ბითიეი ბანკი” დასახელდა წამყვანი ფინანსური ექსპერტების მიერ “დსთ-ს სივრცეში წლის ბანკად”, აღნიშნული აღიარება წარმოადგენდა შედეგს გამოკითხვისა, რომელიც ჩატარდა ისეთი ავტორიტეტული ჟურნალის მიერ, როგორიცაა “Итоги,” ასევე საერთაშორისო ჟურნალის “Euromoney”- ს გამოკითხვის შედეგად “ბითიეი ბანკი” დასახელდა “საუკეთესო ბანკად ცენტრალურ აზიაში.” ევროპულმა ბიზნეს ასამბლეამ 2007 წელს სს “ბითიეი ბანკს” მიანიჭა “ევროპის საუკეთესო კომპანიის”(“Best Enterprise of Europe”) სახელწოდება ევრაზიის რეგიონის საბანკო სექტორის ფარგლებში.  

###

 

წაკითხულია: 8998