ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ყოველწლიური თეატრალური პრემია „დურუჯი“
07/04/2014
პრესრელიზი

7 აპრილი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ალავიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ.: +995 32 2201122/Ext. 503
მობ.: +995 577 222727
ფაქსი: +995 32 2201122/Ext. 110
tamara.alavidze@redix.ge
www.redix.ge

ყოველწლიური თეატრალური პრემია „დურუჯი" 2013-2014 წლების სეზონი

დაიწყო განაცხადების მიღება თეატრალური პრემია „დურუჯის" ლაურეატების გამოსავლენად. დაჯილდოების ცერემონია საქველმოქმედო ფონდ „ცისკრის" ინიციატივით უკვე მეექვსედ იმართება. წლევანდელი პრემიის შესახებ ორგანიზატორები პრესკონფერენციაზე სამშაბათს, 8 აპრილს, 15:00 საათზე, კომპანია „რედიქსის" ოფისში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას #71) ისაუბრებენ. 

„დურუჯი" 2013-2014 გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის:

• საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - პრემიის ოდენობა შეადგენს 14.000 ლარს;
• საუკეთესო მსახიობი ქალი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;
• საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;
• სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;
· საუკეთესო სცენოგრაფი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს.

 

 

გარდა ამისა, ჟიური გამოავლენს საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს, რომელსაც გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი. პრიზის ოდენობა შეადგენს 10.000 (ათი ათასი) ლარს. აღნიშნული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს მომავალ, 2014-2015 წლების სეზონში სპექტაკლის დასადგმელად. ამ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.

„თეატრმცოდნეების კულუარული ინფორმაციით, 2013-14 წლის თეატრალური სეზონი, უკანასკნელი წლების განმავლობაში, გამორჩეულად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ „დურუჯის" კომპეტენტურ ჟიურის წელს კიდევ უფრო რთული ამოცანა ექნება, რასაც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევა ჰქვია. ამას გარდა, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, წელს საკმაოდ დატვირთული და დინამიკური სამუშაო პროცესი გველის", - აცხადებს პრემია „დურუჯის" და საქველმოქმედო ფონდ „ცისკრის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი.

„დურუჯის" კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 15 აპრილს იწურება.

პრემიაზე წარდგენისთვის აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.redix.ge, კომპანია „რედიქსის" სოციალური ქსელის გვერდზე www.facebook.com/redix.ge.

თეატრალური პრემია „დურუჯის" პარტნიორია კომპანია „რედიქსი"; საინფორმაციო მხარდამჭერები - ტელეკომპანია „იმედი", ჟურნალი „ფოკუსი", რადიო „ფორტუნა".

 

წაკითხულია: 4186