22 აპრილი, 2015
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ელენე კერესელიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ.: +995 32 2201122/Ext. 503
მობ.: +995 598 25 1991
ფაქსი: +995 32 2201122/Ext. 110
elene.kereselidze@redix.ge
დაიწყო განაცხადების მიღებათეატრალური პრემია „დურუჯის" ლაურეატების გამოსავლენად. დაჯილდოების ცერემონია საქველმოქმედო ფონდ „ცისკარის" ინიციატივით უკვე მეშვიდედ იმართება.
„დურუჯი" 2014-2015 გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის:
გარდა ამისა, ჟიური გამოავლენს საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს, რომელსაც გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი. პრიზის ოდენობა შეადგენს 10.000 (ათი ათასი) ლარს. აღნიშნული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს მომავალ, 2015-2016 წლების სეზონში სპექტაკლის დასადგმელად. ამ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.
„თეატრთმცოდნეების კულუარული ინფორმაციით, 2014-2015 წლის თეატრალური სეზონი, უკანასკნელი წლების განმავლობაში, გამორჩეულად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ „დურუჯის" კომპეტენტურ ჟიურის წელს კიდევ უფრო რთული ამოცანა ექნება, რასაც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევა ჰქვია. ამას გარდა, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, წელს საკმაოდ დატვირთული და დინამიკური სამუშაო პროცესი გველის",- აცხადებსპრემია „დურუჯის" დასაქველმოქმედოფონდ „ცისკარის" დამფუძნებელილაშაპაპაშვილი.
„დურუჯის" კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 8მაისს იწურება.
პრემიაზეწარდგენისთვისაუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კომპანია „რედიქსის" სოციალური ქსელის გვერდზე https://www.facebook.com/RedixGeorgia.
თეატრალურიპრემია „დურუჯის" პარტნიორიაკომპანია „რედიქსი"; საინფორმაციომხარდამჭერები - ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებელი",რადიო „ფორტუნა", ჟურნალი „ფოკუსი".