ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ყულევის ტერმინალიდან თხევადი პროპილენის გადაზიდვა ნოემბრიდან დაიწყება
05/11/2012

პრესრელიზი

5 ნოემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი
ეკა ლოლაშვილი
+995 32 2253649 / 2253648
Fax: +995 32 2916352
E-Mail:
eka.lolashvili@rec-caucasus.org
http://www.rec-caucasus.org/

ყულევის ტერმინალიდან თხევადი პროპილენის გადაზიდვა ნოემბრიდან დაიწყება

თბილისი (GBC) - შავი ზღვის ნავთობტერმინალის (ყულევი) მეშვეობით თხევადი პროპილენის გადაზიდვა ნოემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო abc.az-ი ავრცელებს. abc.az-ის ინფორმაციით, შესაბამისი საცავისთვის მოწყობილობების მონტაჟი უკვე დასრულებულია, რომლის საშუალებითაც აზერბაიჯანული კომპანიის, „აზერიქიმიის" მიერ წარმოებული ქიმიური პროდუქციის გადაზიდვა განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ დღემდე SOCAR-ი აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირებას რუსეთის და უკრაინის გავლით ახორციელებს. ამ ეტაპზე ყულევის ტერმინალით, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 100 მლნ ტონაა, მხოლოდ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა ხორციელდება. „აზერიქიმია" აზერბაიჯანში ქიმიური პროდუქციის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა.

 
წაკითხულია: 2311