ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
შალვა ფიფიამ რეაბილიტირებული სარწყავი არხები დაათვალიერა
05/07/2013

პრესრელიზი

5 ივლისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

შალვა ფიფიამ რეაბილიტირებული სარწყავი არხები დაათვალიერა

რწყვის სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა, ვაჟა კირტავამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ახლად გაწმენდილი ზემო სამგორის, მაგისტრალურ არხი დაათვალიერეს. რეაბილიტირებული არხის მეშვეობით სოფ. სართიჭალის 1 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მარაგდება სარწყავი წყლით.

სარწყავი სისტემა 20-წლიანი პაუზის შემდეგ, წელს პირველად გაიწმინდა დანალექი გრუნტისგან და მასზე რწყვის სეზონის პარალელურად, სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. ზემო სამგორის მაგისტრალური არხი სათავეს სიონის წყალსაცავიდან იღებს და მისი სიგრძე 40 კმ-ია.

„მელიორაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში. დღევანდელი მდგომარეობით, პრაქტიკულად დასრულებულია მაგისტრალური არხების წმენდა-რეაბილიტაცია. ზოგადად საუბარია იმ სარწყავ სისტემებზე, რომელთა რეაბილიტაცია 2 ათეული წელი არ განხორციელებულა. ჩვენი მიზანია, რომ წლის ბოლომდე სამჯერ მეტი სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველვყოთ", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ სართიჭალის მოსახლეობასთან შეხვედრისას .

ვაჟა კირტავას განცხადებით, „2013 წელს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ სარემონტო სამუშაოები 165 ობიექტზე დაიწყო, აქედან 144 ობიექტზე სამუშაოები უკვე დასრულდა. უკვე გაწმენდილი და შეკეთებულია 680 კმ მაგისტრალური არხი და პირველი რიგის გამანაწილებლები, 3 ათას კილომეტრამდე სხვადასხვა დონის გამანაწილებლები, 133 კილომეტრამდე დამშრობი არხები, რაც დამატებით 25 200 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო სავარგულის წყალუზრუნველყოფის საშუალებას იძლევა".

აღსანიშნავია, რომ პირველად მოხდა სახელმწიფოს სახსრებით შიდა სამეურნეო ქსელის გაწმენდა და დღეს 1000 კილომეტრამდე შიდასამეურნეო არხია გაწმენდილი. ცნობისთვის, გასულ წელს მაგისტრალური არხების მხოლოდ 20-25% იყო გაწმენდილი ხოლო პირველი რიგის გამანაწილებლებს სახელმწიფო საერთოდ არ არემონტებდა.

 

წაკითხულია: 2589

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში