ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
შეხვედრა თემაზე ”ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის ურთიერთკავშირის გაძლიერება მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად”
21/02/2013

პრესრელიზი

21 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
E-mail:
pr@moe.gov.ge
Tel
.: +995 32 72 72 34
577293979
ინგა ნიკაგოსიანი

შეხვედრა  თემაზე "ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის ურთიერთკავშირის გაძლიერება მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად"

2013 წლის 21 თებერვალს ქ. ნაირობიში (კენია), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მმართველი საბჭოს 27-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა პარალელური შეხვედრა  თემაზე "ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის ურთიერთკავშირის გაძლიერება მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად".

აღნიშნულ შეხვედრაზე მთავარ გამომსვლელად გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, ბატონ ახიმ შტაინერის მიერ მიწვეულ იქნა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე
.

შეხვედრაზე განხილულ იქნა 2012 წელს გამართული მდგრადი განვითარების კონფერენციაზე (რიო+20) მიღებული  დოკუმენტის - "მომავალი, რომელიც გვინდა" - მიხედვით ქვეყნების მიერ მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვისას და განხორციელებისას ადამიანის უფლებების გათვალისწინების საკითხები.

ხათუნა გოგალაძის გამოსვლაში ხაზგასმული იყო ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების დაცვის მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში და მთავრობის როლი ამ უფლების უზრუნვლყოფაში.

წაკითხულია: 2328

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში