„ელექტრონული სისტემის დანერგვით, გამარტივდება სერტიფიცირების პროცედურები, მეწარმეს აღარ მოუწევს სააგენტოში მოსვლა. მას შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით შეავსოს დეკლარაცია, გააკეთოს განაცხადი და მხოლოდ მზა სერტიფიკატის ასაღებად მოვიდეს სააგენტოში. რაც შეეხება სერტიფიცირების წესში დაგეგმილ ცვლილებებს, კომპანიები ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რომ მოხდეს ხარისხის კონტროლის სისტემის სრულყოფა. მთავრობა და კერძო სექტორი თანხმდება, რომ დაბალხარისხიანი ან უხარისხო ღვინო საქართველოში არ უნდა იწარმოებოდეს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.