პრესრელიზი
12 მარტი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:ინგა ნიკაგოსიანი
+995 32 2727224
+995 577 293979
pr@moe.gov.ge
www.moe.gov.ge
შეხვედრა „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარება" პროგრამის ფარგლებში
ნორვეგიულ-ქართული თანამშრომლობის პროგრამის „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარება" ფარგლებში ჰიდროენერგეტეკული პროექტების განვითარების პროცესში გარემოსდაცვით საკითხებზე და ხარვეზების აღმოფხვის გზებზე იმსჯელეს. საქართველოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი განიცდის ცვლილებებს და მასში დაგეგმილია კორექტირების შეტანა. „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარება" სამწლიანი პროგრამაა, რომლის მიზანი საქართველოში ჰიდროენერგეტიკის სექტორის განვითარების მხარდაჭერაა. ნორვეგიელი და ქართველი ექსპერტები იმუშავებენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში არსებული ხარვეზების შეფასებაზე. მომზადდება რეკომენდაციები აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო შარაშიძე, ნორვეგიის კლიმატის ცვლილებების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკის, ეკონომიკის სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.