ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
შვეიცარიელი იუველირის ჟილბერ ალბერისა და პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის საერთაშორისო პრემია ”ვარსკვლავი” დაჯილდოება
23/04/2010

პრესრელიზი

23 აპრილი,2010
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის

შვეიცარიელი იუველირის ჟილბერ ალბერისა და პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის საერთაშორისო პრემიის "ვარსკვლავი" დაჯილდოება

29 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართება  საერთაშორისო კონკურსის "ვარსკვლავი"  ლაურიატების დაჯილდოება და გალა კონცერტი.

პრემია ცნობილმა შვეიცარიელმა იუველირმა ჟილბერ ალბერიმ და პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა დააწესეს . იგი 25 წლამდე ახალგაზრდა  ნიჭიერ მოცეკვავეებს გადაეცემათ.

29 აპრილს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ პრემიის ნომინანტები - ამერიკის ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე დევიდ ჰოლბერგი და თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი ნინო გოგუა.

გალა კონცერტში ლაურიატებთან ერთად იცეკვებენ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი და თბილისის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტები.

###

დაჯილდოების პირველი ცერემონიალი და გალა-კონცერტი 2008 წელს 24 აპრილს გაიმართა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 2008 წელს პრემიის ლაურიატები გახდნენ ევგენია ობრაზცოვა (მარიის თეატრი, სანტ-პეტერბურგი) და ლაშა ხოზაშვილი - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი. (ამჟამად სამსუნის ოპერისა და ბალეტის წამყვანი სოლისტი)

საკონტაქტო პირი
თამარ მოდებაძე
+995 (77) 14 00 08
tamarmodebadze@yahoo.com
www.opera.ge

წაკითხულია: 2676