ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
22/11/2023
შვეიცარიული სტანდარტის, აკრედიტებულ კურსებს დანერგავს მეცხოველეობის მიმართულებით Blauenstein Edu, USAID-ის პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პარტნიორობის ფარგლებში

განათლებისთვის" პარტნიორობის ფარგლებში ბლაუენშტაინ ედუ, კოლეჯ „ერქვანის" ბაზაზე, USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" თანამშრომლობის ფარგლებში შვეიცარიული სტანდარტის, აკრედიტებულ კურსებს დანერგავს, მეცხოველეობისა და ხორცის დამუშავების მიმართულებით.

27 ნოემბერს, რაჭაში, Blauenstein-ის საფერმე მეურნეობის ტერიტორიაზე, სოფელ შარდომეთში მხარეებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება.



პარტნიორობის ხელშეკრულებას, „მეცხოველეობის განვითარება საქართველოს რეგიონებში" პროექტის ფარგლებში, ხელს მოაწერენ USAID-ის პროგრამის "დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის" დირექტორი, დევიდ ბლოდი და Blauenstein Edu-ს დირექტორი, თათია არაბიძე.



ღონისძიების ფარგლებში გაფორმდება კიდევ ერთი საგრანტო ხელშეკრულება Blauenstein Edu-სა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის.
პროგრამის მიზანია საქართველოში დაინერგოს მესაქონლეობისა და ხორცის წარმოების თანამედროვე სასწავლო კურსები და შეიქმნას ღირებული დასაქმების შესაძლებლობა. ასევე, მეცხოველეობის სფეროში მოხდეს ისეთი სამუშაო ძალის განვითარება, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებს დააკმაყოფილებს და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში.



ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული სტუმრები საჯარო და კერძო სექტორებიდან.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ორი გრძელვადიანი და ხუთი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. სწავლების პირველი ეტაპი დაიწყება 2024 წლის ოქტომბერში, 2 წლის განმავლობაში კი 270-მდე სპეციალისტი გადამზადდება.



სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელოები შვეიცარიელი (School of Agricultural, Forest and Food Sciences (HAFL) და Schweizer Fleisch-Fachverband1 (SFF)) ექსპერტების ჩართულობით მომზადდება.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 683