პრესრელიზი
6 თებერვალი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფო ჭიჭინაძე
გაეროს განვითარების პროგრამის
საზოგადოებასთან ურთიერთობის ანალიტიკოსი
ტელ: +995 32 251126
მობ: 899 196 907
ელ-ფოსტა: sophie.tchitchinadze@undp.org
შიდა ქართლის ადრეული რეაბილიტაციის პროგრამის პირველი შედეგები
[PUBLICITY.GE] თბილისი, 6 თებერვალი, 2009 - 5 თებერვალს გორში, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ჩატარდა შეხვედრა, რომელზედაც გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) რეგიონში მიმდინარე ადრეული რებილიტაციის პროგრამის პირველი შედეგები წარადგინა.
გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში რობერტ უოთკინსმა ოფიციალურად გახსნა საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული ოფისი და გენდერული თანასწორობის რესურს ცენტრი. მან აგრეთვე გადასცა სერთიფიკატები პროფესიული გადამზადების 45 კურსდამთავრებულს.
”ჩვენს მიზანს რეგიონის მოსახლეობის უშუალო მოთხოვნების დაკმაყოფილება და გრძელვადიან განვითარებაზე გადასვლა წარმოადგენს”, - თქვა რობერტ უოთკინსმა.
”ადგილობრივი და ეროვნული ინსტიტუტების ეფექტურ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში. გაეროს განვითარების პროგრამა ამას დიდი ყურადღებით ეკიდება”, - დასძინა მან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის გუბერატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი, რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე, პარლამენტის ვიცე სპიკერი და პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და გორის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ლევან მიდოდაშვილი.
გაეროს განვითარების პროგრამა პირველივე დღეებიდან ეხმარება შიდა ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებას დასძლიოს 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების შედეგად წარმოქმნილი კრიზისის შედეგები. დაახლოებით 1.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამას ის საკუთარი ფონდებიდან აფინანსებს.
###