ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
შიდა ქართლის გუბერნატორი ქერეში ჩავიდა
25/04/2013
 
                                                     პრესრელიზი

25 აპრილი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ომაძე
პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 
ტელ/ფაქსი: +995 370 27 80 10
+995 599 29 92 11
shidakartli1@gmail.com

შიდა ქართლის ახლადდანიშნული გუბერნატორი სოფელ ქერეში ჩავიდა

შიდა ქართლის გუბერანტორი ზურაბ ჩხეიძე ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ქერეში ჩავიდა, სადაც ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი ადგილობრივი დააკავეს რუსმა სამხედროებმა.  გუბერნატორი დაკავებული არსენ ლაფაჩის და ელგუჯა  ელიკაშვილის  ახლობლებსა და თანასოფლელებს შეხვედა დაკავების დეტალების გასარკვევად. ადგილობრივების თქმით ლაფაჩი და ელიკაშვილი,  რომლებიც საქონელს მწყემსავდნენ რამდენიმე დღის წინ რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მოსახლეობა დაუცველად გრძნობს თავს და სამართალდამცავი ორგანოებისგან დახმარებას ითხოვს.  ზურაბ ჩხეიძემ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა და იმ უწყებებს, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება და ინტერესების დაცვა ევალებათ,  გააქტიურებისკენ მოუწოდა.

,, ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონში უკანონოდ დაკავებებმა იმატა. რამდენიმე დღის წინ სოფელ კირბალში მცხოვრები გიორგი დოთიაშვილი დააკავეს, შემდეგ კი სოფელ ქერეს ორი მაცხოვრებელი. აღსანიშნავია, რომ ქერეში აქამდე ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ეს იმაზე მეტყველებს,  რომ შესაბამის უწყებებს, ვისაც ჩვენი მოსახლეობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ევალებათ, გააქტიურება ჭირდებთ," განაცხადა ქერეში მყოფმა ზურაბ ჩხეიძემ.

წაკითხულია: 2267

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში