ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
შიდა ქართლის გუბერნატორი დვანში მიმიდინარე პროცესებს ეხმაურება
25/09/2013
პრესრელიზი

25 სექტემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ნათია ომაძე
+995 577 95 77 57
+995 599 29 92 11

შიდა ქართლის გუბერნატორი დვანში მიმიდინარე პროცესებს ეხმაურება

შიდა ქართლის გუბერანტორი ზურაბ ჩხეიძე ქარელის რაიონის სოფელ დვანში ჩავიდა და რუსი ოკუპანტების მხრიდან განხორციელებული სადემარკაციო სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა. გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა ვითარების გაცნობის მიზნით. დვანელების თქმით, იმ შემთხვევაში თუ სადემარკაციო სამუშაოები გაგრძელდება მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდება დვანის სამი მაცხოვრებლის საცხოვრებელი სახლი და 150 ჰა მიწის ფართობი. გუბერნატორი დვანის რწმუნებულის ზაზა კოპაძის განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ სადემარკაციო სამუშაოების მიმდინარეობისას არანაირი სასაზღვრო ხაზი არ გადმოწეულა და ბოდიში მოიხადა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის გამო.

„ რატომ აიძულებენ ადამიანებს, მითუმეტეს ოკუპირებული ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს, თანაც სამუშაოების მიმიდნარეობის ფონზე, აკეთონ ასეთი სამარცხვინო განცხადებები. მითუმეტეს რწმუნებულმა შესანიშნავად იცის, რომ მისი მეზობლების და თანასოფლელების ფართობების ოკუპაციას ახდენენ რუსები. პირველ რიგში თავი უნდა დავანებოთ მაამებლურ პოლიტიკას და მკაცრად დავიცვათ ჩვენი ინტერესები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, რათა შეჩერდეს ეს პროცესი, რომელიც ბოლო ერთი წელია აქტიურად დაიწყო და ვშიშობ, რომ კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. ასევე სასწრაფო წესით უნდა ვიზრუნოთ სოფლის მოსახლეობაზე.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, აღადგინოს სოფელ დვანის მთელი მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო და რატომღაც ახალმა ხელისუფლებამ შეაჩერა; ძალიან ბევრ ადამიანს მოუხსნა დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ აქ მაცხოვრებელი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. აგრეთვე უნდა გამოინახოს ალტერნატიული მიწის ფართობები მათთვის, ვისი მიწების ოკუპაციაც მოახდინა რუსეთმა. ჩვენ თუ ამ მიმართულებით არ წავედით მივიღებთ გაცილებით რთულ ვითარებას, ვიდრე გვაქვს დღეს,"განაცხადა ზურაბ ჩხეიძემ.

 

წაკითხულია: 2410

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში