შიდა ქართლის რეგიონალური განვითარების საბჭომ რეგიონული განვითარების სტრატეგია დაამტკიცა
პრესრელიზი
2 ივლისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ომაძე
+995 577 95 77 57
+995 599 29 92 11
shidakartli1@gmail.com
www.shidakartli.gov.ge
შიდა ქართლის რეგიონალური განვითარების საბჭომ რეგიონული განვითარების სტრატეგია დაამტკიცა
[Publicity.Ge],თბილისი, 2 ივლისი,2013 - შიდა ქართლის რეგიონალური განვითარების საბჭომ რეგიონული განვითარების სტრატეგია დაამტკიცა.
სტრატეგიის განხილვა-დამტკიცებას საბჭოს წევრების რწმუნებულ-გუბერნატორი, გუბერნატორის ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები, რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავჯდომარეები და გამგებლების გარდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი ოთარ კონჯარია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენელი აკაკი რუხაძე და სტრატეგიაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი სოსო სალუქვაძე ესწრებოდნენ.
შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მოიცავს რეგიონის განვითარებას შემდეგი მმართულებებით: რეგიონული ეკონომიკა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონული სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის განვითარება, სოციალურ განვითარება და ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი რესურსების მართვა და გარემოს დაცვა.
დოკუმენტის ექსპერტული მხარდაჭერა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ "ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" პროგრამამ უზრუნველყო. სტრატეგიის შექმნის მიზნით გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისაგან ოთხი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლებიც მოწვეულ ექსპერტებთან ერთად რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობდნენ.
რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის ოთარ კონჯარიას თქმით აღნიშნული სტრეტეგიის შემუშავება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის რეგიონის განვითარების ძირითადი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ის კონკრეტული პრიორიტეტები, რაც უნდა იქნეს მიღწეული მომდევნო 10 წლის განმავლობაში.
„ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელზეც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში სამუშაო ჯგუფები მუშაობდნენ. დოკუმენტი ბუნებრივია მოქნილი უნდა იყოს და შემდგომში ასახოს ის რეალობა, რომელიც შესაბამისი იქნება ჩვენი რეგიონისათვის მომავალ წლებში. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ შიდა ქართლის სპეციფიკიდან გამომდინარე მომზადდეს სპეციალური დოკუმენტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების სტრატეგიული განვითარების შესახებ, რაზეც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა და უახლოეს ხანში ისიც წარედგინება საქართველოს მთავრობას," განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორიმა ზურაბ ჩხეიძემ.
დამტკიცებული სტრატეგია წარედგინება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მთავრობას დასამტკიცებლად, ხოლო მთავრობის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ უახლოესი წლების განმავლობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დასაგეგმად სახელმძღვანელო დოკუმენტის მნიშვნელობას შეიძენს.