გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი და მოადგილეები შიდა ქართლში მიმდინარე სამელიორაციო პროექტებს გაეცნენ. ქარელის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა რკინაბეტონის ღარები და წყალგამშვები ჭები, მიმდინარეობს დიუკერის გაწმენდითი სამუშაოები. ტაშისკარის საწრყავ სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები წყლის უზრუნველყოფას მუნიციპალიტეტის 500 ჰა მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.