საკონტაქტო პირი:
ნათია ომაძე 599 299211
მეგობრობის ხიდი
,,ქართლოსის" PR მენეჯერი
21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა კავშირმა ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსი" შიდა ქართლში ღონისძიებები გამართა.
ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში მოეწყო სამშვიდობო აქცია, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის ახალგაზრდებმა კედლები მოხატეს მშვიდობის სიმბოლოებით. ღონისძიებაში ორგანიზატორებთან ერთად ადგილობრივმა ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა.
უკრაინის მხარდამჭერი სამშვიდობო მიმართვა წაიკითხეს ,,ქართლოსის" ხაშურელმა ახალგაზრდები სურამში, ლესია უკრაინკას ძეგლთან, დღის ბოლოს კი სანთლებით გამოსახეს საქართველოს და უკრაინის დროშებ.
ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში აქტივობაც წამოიწყო სახელწოდებით ,,მშვიდობა იწყება ჩემით", რომელშიც მონაწილეობა მიიღო უამრავმა სხვადსხვა ასაკის ადამიანმა. მათ მიერ გამოგზავნილი საუკეთესო ფოტოები გაზეთ ,,ქართლოსის" უახლეს ნომერში დაიბეჭდება.
მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაარსდა 1981 წელს.