14 ნოემბერს, საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სერთიფიკატები გადაეცა ყველა იმ სტუდენტს, ვინც შინმოვლის სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა.
მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, 400-ზე მეტმა სტუდენტმა თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გაიარეს საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის სასწავლო ცენტრის, შინმოვლის სასწავლო კურსი. ცენტრში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხელს უწყობს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას, საექთნო საქმის განვითარებას, სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისა და სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის პროფესიულ განვითარებას.