ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
შუა აღმოსავლეთისა და აზიის ტურისტული კომპანიების ვიზიტი საქართველოში
11/04/2013
 


პრესრელიზი

11 აპრილი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ლელა ხაჟალია
+995 32 40 09 09
995 595 99 05 95

შუა აღმოსავლეთისა და აზიის ტურისტული კომპანიების ვიზიტი საქართველოში

[Publicity.Ge] 11 აპრილი, 2013, თბილისი - 6 დან 9 აპრილი ჩათვლით დუბაი ჯიმ აზიურ ტურისტულ კომპანიებს უმასპინძლა. დელეგაციის ჩამოსვლის მიზანი აზიული ტირუსტული ორგანიზაციებისთვის საქართველოს კულტურისა და ტურისტული ზონების უკეთ გაცნობას წარმოადგენდა .

ტური, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მოგზაურობას მოიცავდა, მიზნად ისახავდა მონაწილეებს, რაც შეიძლება მეტი წარმოდგენა შეჰქმნოდათ ადგილობრივ ტურისტულ ზონებსა და ტურისტულ გარემოზე.

საინროფმაციო ტურში მონაწილეობას  დუბაის, კუვეიტის, ერაყისა და ინდოეთის ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ. მათ მოინახულეს საქართველოს მაღალმთიანი ტურისტული ზონები, სამთო სათხილამურო კურორტები და  კახათის რეგიონი, სადაც დელეგაცია  ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგიასა და კულტურას გაეცნო. ჯგუფი ასევე ეწვია უძველეს ქალაქ მცხეთას და დედაქალაქ თბილისს.

კომპანია დუბაი ჯი იმედოვნებს, რომ მსგავსი ტიპის ტურების სისტემატიური ორგანიზებით კიდევ უფრო მოიმატებს საქართველოთი სხვადსახვა ქვეყნების დაინტერესება, განსაკუთრებით კი გაიზრდება აზიელ ტურისტთა რაოდენობა, სადანაც მგზავრთა ნაკადი ბოლო ორი წელია საგრძნობლად გაზრდილია. ამაში კი დიდი წვლილი  flydubai-ს შემოსვლამაც შეიტანა, რომელიც ძირითადი დამაკავშირებელია ისეთ აზიურ ქვეყნებთან, სადაც მანამდე მოგზაურობა უამრავ სირთულესთან და მაღალ ტარიფებთან ასოცირდებოდა.

ტუროპერატორებთან შეხვედრაზე დუბაი ჯის გენერალურმა დირექტორამ ლელა ხაჟალიამ განაცხადა: „აღნიშნული ინფორმაციული ტურის ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია აღნიშნული ქვეყნებიდან მომდინარე მზარდმა ინტერესმა, ასევე ტუროპერატორებს შორის ინფორმაციის ნაკლებობამ საქართველოს შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მისი კლიმატური პირობებით, მდებარეობით, გამარტივებული სავიზო რეჟიმით ძალიან მიმზიდველია ტურისტებისათვის, თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ flydubai-ს შემოსვლით კავშირი გაფართოვდა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან,  ვიმედოვნებთ აღნიშნული აქტივობა დაგვეხმარება უფრო პოპულარული და „MUST SEE" მიმართულებად ვაქციოთ საქართველო".

ტურის ორგანიზატორებს დიდი იმედი აქვთ, რომ სგავსი ტიპის აქტივობა არა მხოლოდ მნიშვნელოვან წვლის შეიტანს ეკონომიკურ განვითარებაში, არამდე განავითარებს ორმხრივ მიმოსვლას საქართველოსა და აზიურ ქვეყნებს შორის.

საქართველოში ტურის მონაწილეებმა ავიაკომპანია flydubai-ს მეშვეობით იფრინეს, რომელმაც თბილისის მიმართულებით რეისების შესრულება 2011 წლის 4 ნოემბრიდან დაიწყო და პირველი ავიაგადამზიდავი გახდა, რომელმაც გაერთიანებულ არაბეთის საემიროებსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისი დანიშნა.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიისა და სხვადასხვა მიმართულებით მოგზაურობის შესახებ დუბაი ჯის ოფიციალურ ვებ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ http://www.dubai.ge/  ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: +99532 2400808, +99532 2400909.

წაკითხულია: 2617