ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
05/12/2022
შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობა საზოგადოება ბილიკი და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრა

2022 წლის 6 დეკემბერს, 10:30 სთ-ზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" (თბილისი, რუსთაველის გამზირი # 13) გაიმართება შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პანელური დისკუსია შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაციის საკითხებზე საქართველოში.

შეხვედრას გახსნის და მონაწილეებს მიესალმება სლოვაკური ორგანიზაცია TENENT-ის წარმომადგენელი მარსელა ჰაჯთმანკოვა, ხოლო სლოვაკეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალურ საკითხთა და ოჯახის სამინისტროს აღმასრულებელი სააგენტოს წარმომადგენელი პიტერ მესზაროსი, მონაწილეებს სლოვაკეთში სოციალური საწარმოების მეშვეობით შშმ პირების დასაქმების მხარდამჭერი პოლიტიკის წარმართვის გამოცდილებას გაუზიარებს. პროექტის საქმიანობის პროცესში მიღწეული შედეგების პრეზენტაციას „საზოგადოება ბილიკის" ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი წარმოადგენს.



მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფოს სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ველთაური, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სლოვაკეთისა და ჩეხეთის საელჩოების, ,,საზოგადოება ბილიკის", სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის და მედიის წარმომადგენლები.



შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებს და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებს, გაეცნობიან პროექტის ფარგლებში ჩატარებული საქმიანობის მოკლე მიმოხილვას და სლოვაკეთის გამოცდილებას. მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას შშმ პირთა დასაქმების კუთხით საქართველოში მიმდინარე პროგრამებსა და სერვისებზე.
პანელური დისკუსიის მონაწილეები იმსჯელებენ შშმ პირთა დასაქმების კუთხით არსებულ პრობლემებსა და ბარიერებზე, მუნიციპალურ დონეზე მოქმედი შშმ პირთა საბჭოების საქმიანობაზე, არსებულ წარმატებებზე და გამოწვევებზე.

ორგანიზაციის შესახებ

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მარინე მღებრიშვილი, ,,საზოგადოება ბილიკის" საქართველო, ხელმძღვანელი, მობ: 599534035
მანანა ყუბანეიშვილი, ,,საზოგადოება ბილიკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, მობ: 599431077



მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ:
პროექტს „დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოში" ახორციელებს ,,საზოგადოება ბილიკი" და სლოვაკური ორგანიზაცია TENENT-ი, პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ორგანიზაცია Slovak Aid
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შშმ პირთა დასაქმების მხრივ არსებული რეალობის შესასწავლად ჩატარდა კვლევა, სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრები ადგილობრივი, სამთავრობო და არასამთვარობო ორგანიზაციების, მათ შორის სლოვაკი პარტნიორების მონაწილეობით, რომლებმაც შეხვედრების მონაწილეებს სლოვაკური გამოცდილება გაუზიარეს და შშმ პირთაა დასაქმებისათვის სამოქმედო გეგმის შედგენაში დახმარება გაუწიეს.
ამ შეხვედრებმა ახალ იდეებს და ინიციატივებს ჩაუყარა საფუძველი შშმ პირების დასაქმების კუთხით. კერძოდ მუნიციპალიტეტებში შეიქმნა და განახლდა შშმ პირთა მონაცემთა ბაზა, შშმ პირთა ჩართვა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სახელმწიფო დასაქმების პროგრამებში და განისაზღვრა მუნიციპალიტეტებში არსებული შშმ პირთა საბჭოების მუშაობის გააქტიურების აუცილებლობა და ხელშეწყობა.


პროექტი ხორციელდება შიდა ქართლის (გორი, ხაშური), მცხეთა-მთიანეთისა (მცხეთა, დუშეთი) და სამცხე ჯავახეთის (ახალციხე, ბორჯომი) მუნიციპალიტეტებში. სულ მალე ამ რეგიონებს შეუერთდება ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები.


 

წაკითხულია: 1132