ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
21/05/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
შშმ პირებისთვის შექმნილი პროექტი ევროპის ოლიმპიადების გამარჯვებულია
იუსიფ ნასიბოვი, სოფელ მუღანლოდანაა. განათლებას იგი ქალაქ რუსთავში, შოთა რუსთაველის სკოლა-ლიცეუმში იღებს. გამომგონებლობასთან და მეცნიერებასთან პირველი შეხება, ისევე როგორც ქართულ ენასთან პირველი კონტაქტი სწორედ ამ სკოლაში მოუწია მომავალ მეცნიერს. დღეს იუსიფი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი მოსწავლეა, რომელსაც არაერთი გამომგონება და საინტერესო პროექტიც აქვს შექმნილი.
მოზარდმა პირველი სამეცნიერო პროექტი მე-9 კლასში შექმნა და ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადაზე გაიტანა. მოგვიანებით, სკოლაშივე არსებულ სამეცნიერო კლუბში, იუსიფმა სხვა ახალ პროექტზეც დაიწყო მუშაობა და სკოლის კურსდამთავრებულის, ბეჰლულ ალიევის უშუალო ორგანიზატორობით ინოვაციური პროექტიც შექმნა. „ჭკვიანი სახლი“ შშმ-ებისთვის შექმნილი ხმისა და ხელის სენსორზე ადაპტირებული სახლის მართვის მოდელია. იგი უსინათლოებსა და სხვა ტიპის პრობლემების მქონე პირებს ეხმარება დამხმარე რობოტის მეშვეობით სხვადასხვა ფუნქციის შესრულებაში. პროექტი მრავალფუნქციური შესაძლებლობის გამო არაერთი საერთაშორისო ოლიმპიადისა და კონკურსის გამარჯვებული გახდა. გასულ წელს ახალგაზრდა მეცნიერი მსოფლიოს რამოდენიმე კონკურსიდან ოქროს მედლითაც დაბრუნდა.
„ არასოდეს მიფიქრია მსგავს სფეროში მუშაობაზე, სკოლაში სწავლა რუტინული და მოსაწყენი პროცესიც კი მეგონა, თუმცა, როდესაც პირველი შედეგი ვნახე, მეტი და მეტის მიღწევაც მომინდა. დღეს უკვე სკოლის სხვა მოსწავლეებსაც ვეხმარები პროექტების შექმნაში. მიხარია, რომ ამ მიმართულებით ვსაქმიაონაბ და იმედია კიდევ უფრო საინტერესო გამოგონებებიც მექნება“- ამბობს იუსიფი.
ერთი წლის წინ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე იუსიფ ნასიბოვმა და ბეჰლულ ალიევმა, პროექტით „ჭკვიანი სახლი„ პირველი ადგილი მოიპოვეს.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2649