ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ჩაერთე აქციაში და მიიღე კუთვნილი ასი ლარი!
20/03/2013
 

პრესრელიზი

20 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია,
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:
599474854ჩ

აერთე აქციაში და მიიღე კუთვნილი ასი ლარი!

„თეგეტა მოტორსმა" საგაზაფხულო აქცია წამოიწყო.  მომხმარებელი, რომელიც შეიძენს ბრიჯსტოუნის ან მიშლენის 4 ცალ საბურავს, საჩუქრად მიიღებს სერვისის 100 ლარიან ვაუჩერს.  აქცია ეხება მსუბუქ და 4×4  ავტომობილებს და ძალაშია 1 მაისამდე.  სერვისის 100 ლარიანი ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია  1 ივნისამდე.

აქციის ფარგლებში, დაინტერესებულ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მიმართოს "თეგეტა მოტორსის" ნებისმიერ ფილიალს, სადაც პროფესიონალი კონსულტანტები დაეხმარებიან ავტომობილისთვის შესაფერისი საბურავის სწორად შერჩევაში.  შეგახსენებთ, რომ სწორად შერჩეული საბურავი მისი ხანგრძლივი ექსპლუატაციისა და მომხმარებლის უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. საბურავის მონტაჟი და ბალანსირება „თეგეტა მოტორსში" უფასოა.

Michelin და Bridgestone წარმოადგენენ მსოფლიო ლიდერ კომპანიებს საბურავების წარმოებაში.  ისინი მომხმარებელს მუდმივად სთავაზობენ მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით დამზადებულ პრემიუმ კლასის პროდუქტს. 2010 წლიდან „თეგეტა მოტორსი" წარმოადგენს ბრიჯსტოუნის ოფიციალურ და ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში, აღნიშნული შეთანხმება „მიშლენთან" 2012 წელს იქნა მიღწეული.

საბურავების მიმართულებით, ზამთრის სეზონი კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა. გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, „თეგეტა მოტორსი" ურჩევს მომხმარებელს დროულად გამოცვალონ ზამთრის  საბურავები და სათანადო ყურადღება მიაქციონ საკუთარ ავტომობილს. სწორედ მომხმარებელზე ზრუნვის მიზნით, წამოიწყო კომპანიამ აღნიშნული საგაზაფხულო აქცია.

 

წაკითხულია: 2335