ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ჩაღლრის სასწავლო დაწესებულებამ წარმატებული წელი შეაფასა
15/06/2013

პრესრელიზი

15 ივნისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

ეკა ჩიქობავა
(+995 32) 259 67 02
ფაქსი : (+995 32) 259 67 03
ფოსტა : info@sxivi.ge 

ჩაღლრის სასწავლო დაწესებულებამ წარმატებული წელი შეაფასა

 "სკოლა-ლიცეუმ სხივის" წარმატება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში

13 ივნისს, თბილისში, სკოლა-ლიცეუმმა სხივმა საზეიმო მიღება გამართა. საზეიმო მიღება სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებასა და 2012-2013 სასწავლო წელს მიღწეულ წარმატებებს მიეძღვნა.

ღონისძიებას მოსწავლე-მასწავლებლებთან ერთად საპატიო სტუმრებიც ესწრებოდნენ. სწორედ მათთან ერთად იზეიმეს კურსადმთვრებულებმა სკოლა-ლიცეუმის დამთავრება.

სკოლა ლიცეუმი სხივი უკვე მარავლი წელია საგანმანათელბლო სისტემაში ინოვაციური და წარმატებული სწავლების მოდელის ფუძემდებლად ითვლება. ათეული წელია სხივი საერთაშორისო სტანდარტების ნოვატორად მოიაზრება და თამამად ატარებს ლიდერი სკოლის ტიტულს მთელი ქვეყნის მაშტაბით.



როგორც გასულ წლებში, 2012-2013 წლის მანძილზეც სკოლის მოსწავლეებმა არაერთი წარმატება და აღიარება მოუტანეს სკოლასა და ქვეყანას. "სხივს" ჩაღალრის სასწავლი დაწესებულებაში მოწინავე ადგილი უკავია და ღირსეულად უყრის საფუძველს სწავლების იმ მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც მოზარდის შემდგომ ჩამოყალიბებასა და პიროვნულ ზრდაში ძირითადი ქვაკუთხედია.

სკოლის წარმატებაზე მეტყველებს მოსწავლეთა მონაგარი მრავალი პრიზი საერთაშორისო ტურნირებსა და ოლიმპადებზე; მიღწევები ხელოვნებასა და სპორტში; გამორჩეულია მოსწავლეთა შედეგები საერთაშორისო კონკურსებსა და სამეცნიერო სომპოზიუმებში.

ყოველწლიურად სკოლის ანსამბლი და მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სხვადსხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ტურნეებში, რათა მთელს მსოფლიოს უკეთ გაანცონ ქართული ხელოვნება და კულტურა.



საზეიმო საღამოზე დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ნანა სვანიძემ განაცხადა: "მეამაყება ასეთი ნიჭიერი, მუყაითი, ხალისიანი, ინტერესიანი და მიზანდასახული, მოსიყვარულე მოსწავლეების გაცილება დაწყებითი სკოლიდან საბაზო განათლების მისაღებად. მეამაყება თითოეული მოსწავლე, რომელიც ჩვენს დიდ ოჯახში იზრდება და მაღლა აფრიალებს ქართულ დროშას სხვადსხვა ქვეყნის ოლიმპაიდებზე, იქნება ეს სამეცნიერო მიღწევა თუ მიღწევა ხელოვნებასა და კულტურაში. მადლობა მათ მიღწეული წარმატებისთვის".

განსაკუთებული მადლიერება მოწვეულმა სტუმრებმა აჰმეთ ოზისადმი გამოხატეს, რომელიც უკვე მრავალი წელია ქართულ საქმეს უდგას სათავეში. თურქეთის მოქალაქე და საქართველოზე შეყვარებული სკოლის დირექტორი ენერგიასა და რესურს არ იშურებს,რათა სკოლის ბავშვებმა საუკეთესო შედეგები აჩვენონ მსოფლიოს წამყვან კონკურსებსა თუ გამოფენებზე.

ღია ცის ქვეშ გამართული საღამო ტრადიციული ბარბექიუთი და კონცერტით გაგრძელდა. საზეიმო კონცერტზე ანსამბლმა "გორდელამ" დაუვიწყარი პროგრამა აჩუქა მოწვეულ სტუმრებს.
საღამო ულამაზესი ფეიერვერკითა და სხიველების ტრეადიციული ჰიმნით დასრულდა.
###

1992 წლის 30 ივლისს საქართველოსა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, განათლების სამინისტროს ნებართვით და მის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამებით 1993 წელს შეუდგნენ საქმიანობას, რის შედეგადაც შეიქმნა 2003 წელს სკოლა-ლიცეუმი "სხივი", რომელიც საქმიანობას ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების პირველ საფეხურს.

წაკითხულია: 4028