პრესრელიზი
23 ივლისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
რატი იონათამიშვილი
PR Manager/Board Member Coalition for Independent Living
0154, Kedia St. 7, Tbilisi, Georgia
+995 322 235 66 09;
+995 599 50 70 71
ჩვენ ვიცავთ უფლებებს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 23 ივლისი, 2012 - თსუ-ს II კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, დას. 11:00 სთ. „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის" ორგანიზებით გაიმართება საინფომაციო-საზოგადოებრივი აქცია „ჩვენ ვიცავთ უფლებებს", რომელშიც მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი მეგობრები მიიღებენ. აქციის მიზანია: საზოგადოების ინფორმირება პარკინგის მოწყობისა და ფიზიკური გარემოს ადაპტირების შესახებ. აქციის მონაწილეები დაარიგებენ სხვადასხვა სახის მატერიალებს და საზოგადოებას უფლებების დაცვის სოლიდარობისკენ მოუწოდებენ. აქცია დაიწყება უნივერსიტეტის II კოპრუსთან და დამთავრდება ფილარმონიასთან.
ქ. თბილისის მერიის ინიციატივით და „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის" ჩართულობით. 2012 წლის 16 ივლისიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების სპეციალური მანიშნებელი სტიკერების პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების 350-მდე ადგილი გამოიყო, სადაც მხოლოდ აღნიშნული კატეგორიის მძღოლები შეძლებენ მანქანების გაჩერებას. ყველა სხვა პირს, რომლის მანქანას პარკირების სპეციალური მანიშნებელი სტიკერი არ ექნება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამოყოფილი პარკირების ადგილით ისარგებლებს, 1 აგვისტოდან ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ორგანიზაციის შესახებ: მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის არის არასამთვრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვა. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფიზიკური გარემოს ადაპტირების ხელშეწყობა.
ამჟამად მოძრაობა ახორციელებს შემდეგ პროექტებს:
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები ახდენენ სამოქალაქო ცვლილებებს" მხარდამჭერი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. პროექტის მიზანია 2010-12 წლის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და ადვოკატირების კამპანიებში შშმ ახალგააზრდების ჩართულობა.
„მე ვიცავ უფლებებს." მხარდამჭერი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო". პროექტის მიზანაი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების სისტემის კეთილმოწყობა.
„ქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" - პროექტის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები (წყვილთა ავტორალი, ბოულინგი, თბილისის ღია პრიველობა მშვილდოსნობაში, ჯომარდობა, აფროსნობა, ტურნირი წყლის ეტლი თხილამურებით, პარაპლანი, სპორტული ცეკვები და სხვა. პროექტის მიზანია შშმ პირთა სპორტულ და კულტურულ პროცესებში ჩართულობით საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მსხვრევა და თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობა. თანაორგანიზატორი: შშმ პირთა სპორტის საკოორდინაციო საბჭო, ჟურნალისტიკური კავშირი „გელათი". სპონსორები: კომპანია „ბილაინი", „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", „აჭარაბეთი", „თეგეტა მოტორსი", „ავერსი", „ჯეოსელი", "გალფი", გიორგი ოთარაშვილის იურიდიული კომპანია, „ბარამბო". მხარდამჭერები: ქ. თბილისის მერია და საკრებულო.