ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ჩინეთის მთავრობა ცენტრალურ და რეგიონალურ დონეზე საკუთარი ხარჯით მოახდენს საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას
09/01/2014

პრესრელიზი

9 იანვარი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233

ჩინეთის  მთავრობა  ცენტრალურ და რეგიონალურ დონეზე საკუთარი ხარჯით მოახდენს საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას.

 ტურიზმის  ეროვნული  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი  სამუშაო  ვიზიტით  ჩინეთში იმყოფება. გიორგი  სიგუა  ქალაქ  ჰარბინის  მერს , ვიცე  მერს, ხელუნნძიანის  პროვინციის ტურიზმის  დეპარტამენტის  უფროსს, ქალაქ  ჰარბინის  ტურიზმის  სამმართველოს  უფროსს  და  სხვა  ოფიციალურ  პირებს  შეხვდა

შეხვედრაზე  მხარეებმა  ტურიზმის  სფეროში  თანამშრომლობის  საკითხები  განიხილეს. ჰარბინის  მერიამ  ქალაქის ცენტრალურ  პარკში, რომელშიც  9  მილიონიანი  მოსახლე ცხოვრობს, საქართველოს ტურიზმის  ადმინისტრაციას  სპეციალური  ფართი  უსასყიდლოდ  გამოუყო,  საქართველოს ტურისტული  პოტენციალის  საპრომოციოდ.

ხვალ  გიორგი  სიგუა  პეკინში  გაემგზავრება, სადაც  ჩინეთის  ცენტრალური  ხელისუფლების წარმომადგენლებს  და  „ სამხრეთ ჩინეთის ავიახაზები" -ს  ხელმძღვანელ  პირებს  შეხვდება. მთავარი  საკითხი  პეკინი  -  თბილისის  რეგულარული  ავიარეისის  დანიშვნა  იქნება. ასევე განიხილება  სხვა  მიმართულებებიც.

 

წაკითხულია: 3667

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში