13 იანვარი,2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2013 წლის სექტემბერში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მედიის წარმომადგენლებს, ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები" -ს (China Southern Airlines) მენეჯერებსა და ასევე 11 ტუროპერატორს უმასპინძლა.
საქართველოში განხორციელებული პრეს და გაცნობითი ტურის შემდეგ, ჩინური მხარე დაინტერესდა მათივე დაფინანსებით, საქართველოს, როგორც მიმზიდველი და საინტერესო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია ჩინეთში მოეხდინა.
საქართველოს შესახებ რეკლამა ჩინეთის ყველაზე პოპულარულ ვებ გვერდებზეა განთავსებული. დამზადდა სარეკლამო რგოლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, რომლებიც ჩინეთის წამყვანი ტელე-არხების მეშვეობით ვრცელდება.
ასევე ინფორმაცია საქართველოს შესახებ განთავსებულია „China Southern Airlines" -ის საბორტო ჟურნალშია განთავსებული, სადაც სრულიად უსასყიდლოდ საქართველოს პოპულარიზაციისთვის რამოდენიმე გვერდია გამოყოფილი.
ავიაკომპანია „China Southern Airlines" მსოფლიო ექვსეულში შედის, როგორც ყველაზე დიდი რაოდენობის ხალხის გადამყვანი. იგი 446 თვითმფრინავის მფლობელია და მსოფლიოს 193 მიმართულებით დაფრინავს. უმსხვილესი ავიაკომპანია ყოველდღიურად 1930 ფრენას 35 ქვეყანაში ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ავიახაზები 2011 წლიდან თბილისი - ურუმჩის მიმართულებით დაფრინავს და მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მსოფლიოს იმ 169 ქვეყნის მიმართულებით, რომელსაც მათ კომპანია ურუმჩის გავლით სთავაზობს.
„სამხრეთ ჩინეთის ავიახაზები"-ს საბორტო ჟურნალში საქართველოს შესახებ რეკლამის განთავსება ხელს შეუწყობს არა მარტო ჩინელი ტურისტების მოზიდვას, არამედ ყველა იმ ქვეყანაში მაცხოვრებლისათვის საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომელ ქვეყნებშიც ავიაკომპანია რეისებს ახორციელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს რეკლამა მთელი წლის განმავლობაში აურაცხელი ადამიანის თვალთახედვის არეალში მოხვდება.