როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული ნარჩენების შეკვეცას, საშიში ნივთიერებების წარმოებისა და მათი ზემოქმედების შემცირებას და კლიმატური ცვლილებების შერბილებას.
ცირკულარული ეკონომიკა არის ისეთი ეკონომიკური სისტემა, სადაც ბუნებრივი რესურსების მოხმარება ხდება ეფექტიანად, მასალებისა და პროდუქციის ღირებულება შენარჩუნებულია მათი წრებრუნვით მოხმარების გზით, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შემცირებულია.
კონფერენციას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, შვედეთის ელჩი საქართველოში ერიკ ილესი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის საბჭოს წევრი დარიუშ ედვარდ პრასეკი და სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.