ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
30/05/2022
წარმატებული მომავალი პედაგოგი მაღალმთიანი რეგიონიდან

პროფესიისადმი ინტერესი ოჯახიდან მოდის რადგან ოჯახის ყველა წევრი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ბავშვობიდან ვიზრდებოდი ამ გარემოში და შესაბამისად ინტერესიც დიდი იყო. მიყვარს ბავშვები და მათთან კომუნიკაცია, ახლის ძიება, შესწავლა და შემდგომ მათთვის გაზიარება. პროფესია ჩემთვის ჯერ საკუთარი თავის გამოცდაა შემდგომ კი გზა წარმატებისკენ. მთავარია გიყვარდეს ის რასაც აკეთებ. ვიაზრებ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აქვს მასწავლებელს ბავშვის აღზრდაში, რომ მას მისცეს სწორი მიმართულება, მოამზადოს ცხოვრებისთვის და ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე, ღირსეულ პიროვნებად. ამიტომ ვცდილობ ბევრი ვიმუშაო საკუთარ თავზე და გავხდე სამაგალითო მასწავლებელი. ,,სკოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფენომენი, ყველაზე სასწავლო საგანი, მოსწავლისთვის ყველაზე ცოცხალი მაგალითი თავად მასწავლებელია''.

გავიზარდე მაღალმთიან აჭარაში, ჭვანის ხეობაში. არაჩვეულებრივი ბუნება, სიყვარულით და სიკეთით სავსე ადამიანები, გულწრფელი ემოციებით. დავესესხები აკაკის სიტყვებს, ,,თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაზრდილი''. სკოლა ამავე სოფელში დავასრულე, და მყავდა შესანიშნავი მასწავლებლები, რომლებმაც საბოლოოდ დამარწმუნეს იმაში რომ მასწავლებლობა იყო ის, რაც ნამდვილად მსურდა და რისთვისაც საკუთარი თავი უნდა მიმეძღვნა. და როცა მომეცემა შესაძლებლობა საკუთარი თავის წარმოჩენის და ცოდნის გაზიარებისა, აუცილებლად გამოვიყენებ მას მაღალმთიანი ახალგაზრდებისთვის.
გარდა ჩემს მიერ არჩეული პროფესიისა, ძალიან მიყვარს ქართული ცეკვები და პოეზია, ეს ორი რამ ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1149