15 აპრილი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73; (+995 32) 24 36 70
(+995 77) 47 77 61
pr@goodiwll.ge
წინასააღდგომო მზადება საწარმოები 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადიან
[PUBLICITY.GE] თბილისი, 15 აპრილი , 2011 წელი - კომპანიებმა წინასააღდგომო მზადება დაიწყეს და მომხმარებლებს პასკების ფართო არჩევანს სთავაზობენ.
15 აპრილიდან გუდვილის ქსელში წარმოდგენილი იქნება პასკების მრავალსახეობა: ქართული, იტალიური და რუსული. პასკები იქნება განსხვავებული როგორც ზომითა და ფორმით, ასევე საგემოვნო თვისებებით.
კომპანია გუდვილი მომხმარებელს, გარდა ქართული ტრადიციული პასკისა, ექსკლუზივებსაც სთავაზობს, ეს არის იტალიური „პანეტონე", „კოლომბა", „პანდორა", "ბუოს პასკვა", რომელიც მხოლოდ გუდვილში გაიყიდება, ასევე რუსული ტრადიციული რეცეპტით მომზადებული „კულიჩი".
გუდვილში წარმოდგენილი იქნება რამოდენიმე სახეობის 100, 300, 500, 750, გრამიანი და 1 და 5 კილოგრამიანი პასკები. მომხმარებლებს გემოვნების მიხედვით შეეძლებათ აირჩიონ პასკები, რომლებიც დამზადებული იქნება ნუშით და მარციპანით, შოკოლადის მარცვლებითა და ცუკატებით.
„მომხმარებლებს დღეიდან ვთავაზობთ პასკების ფართო არჩევანს, საწარმო უკვე გადავიდა 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე, რათა მიწოდება არ შეწყდეს, ქსელში უკვე წარმოდგენილია ევროპაში დამზადებული იტალიური „პანეტონე" და ქართული ტრადიციული პასკები. 1კგ- იანი ქართული პასკის ფასია 9,50 ლარი, ასევე მომხმარებლებს ჩვენი საწარმოს მიერ დამზადებულ იტალიური, ავსტრიული და რუსული პასკების მრავალსახეობასაც შევთავაზებთ"- აცხადებენ გუდვილში.
გუდვილის საწარმომ შარშან 17 000 პასკა დაამზადა, წელს კი 20 000 მდე გეგმავს.