ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
წლის ყველაზე ორიგინალური მოგზაური
21/11/2013


პრესრელიზი

21 ნოემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233

წლის ყველაზე ორიგინალური მოგზაური

დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ წლის ყველაზე ორიგინალური მოგზაურის ტიტული შვეიცარიის მოქალაქე ვერდონ როლანდს მიანიჭა. ვერდონ როლანდი 54 წელია მოგზაურობს და აქედან 33 წელი აქლემთან ერთად. შვეიცარიის მოქალაქე ვერდონ როლანდი ბოშური წარმოშობისაა და 40-მდე ქვეყანაში არის ნამყოფი. იგი აღფრთოვანებულია საქართველოთი და განსაკუთრებით გამოყოფს ყაზბეგს, გონიოს, ბათუმსა და თბილისს.

„საქართველო აბრეშუმის გზის ქვეყანაა, კარგი მარშრუტია აქლემით მოგზაურობისთვის, განსაკუთრებით ხელს უწყობს კლიმატი და ადგილმდებარეობა" - განაცხადა ვერდონ როლანდმა.

„ბატონი როლანდის მოგზაურობის არაორდინალური მეთოდი გაოცებას და ინტერესს იწვევს, როგორც ჩვენი ქვეყნის ფარგლებში , ასევე საზღვარგარეთაც. შესაბამისად ახდენს საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის მარშრუტის მნიშვნელოვანი ნაწილის და ზოგადად საინტერესო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას და ყოველთვის მივესალმებით მის საქართველოში მოგზაურობას" - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.

წაკითხულია: 2492

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში