პრესრელიზი
20 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979
ხათუნა გოგოლაძის ვიზიტი გერმანია
შიმიმდინარე წლის 20 ივნისს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მეთერთმეტე ფორუმში „ლიდერობის საკითხები: ბიზნესი და პოლიტიკა, როგორც ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ძალა", რომელიც გაიმართება გერმანიაში, ქ.ბერლინში.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე 100-ზე მეტი ლიდერი: პოლიტიკოსები, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი დირკ ნიბელი, აკადემიური წრეების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. აგრეთვე, გაიმართება ანგელა მერკელისა და დირკ ნიბელის პრეს-კონფერენცია. ფორუმს მასპინძლობს გერმანიის მსოფლიო ბანკის ჯგუფი პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმის ხელმძღვანელობით.
ხათუნა გოგალაძე არის ფორუმის ერთ-ერთი მომხსენებელი და პლენარული სესიის თანაწამყვანი.
21 ივნისს დაგეგმილია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის შეხვედრა გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს (Bundesministerium für Umwelt, Naturschutz und Reaktorsicherheit) მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
ფორუმის მთავარი თემაა მმართველობის როლი ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების დაცვის, სათბურის აირების ემისიების შემცირებისა და სიღარიბის დაძლევის პროცესში. ფორუმის მონაწილეთათვის სხვა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანი და საინტერესოა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, „მწვანე" ბიზნეს-სტრატეგიისგანვითარების, წარმოების ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის პროცესები.
უახლოესი 30 წლის მანძილზე მოსალოდნელია მსოფლიო მოსახლეობის 7 მილიარდიდან 9 მილიარდამდე ზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სოფლის მეურნეობის ნაწარმის, ენერგიის წყაროების და ბუნებრივირესურსების ნაკლებობა. კლიმატის ცვლილებები საშიშროებას უქმნის ეკონომიკური განვითარების მიერ ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ შედეგებს; აშკარაა, რომ ეკონომიკური წინსვლა ავტომატურად არ აისახება სიღარიბის დაძლევაზე. გარდა ამისა, მდგრადი განვითარებისა და „მწვანე ბიზნესის" სტრატეგიები ხშირად მოითხოვს ხარჯებს, რომელთა გრძელვადიანი სარგებლიანობის დადასტურება არცთუ ადვილია. არსებული წინააღმდეგობების დასაძლევად აუცილებელია ლიდერთა ერთობლივი ძალისხმევა.
2013 წლის გერმანული მსოფლიო ბანკის ჯგუფის მე-11 გლობალური ფორუმის მიზანია მართვის პროცესში მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი ცვლილებების დანერგვის შესაძლებლობების განხილვა, ხარჯებისა და რისკების შეფასება; აგრეთვე, ამჟამინდელი და მომავალი ლიდერების წახალისება ახალი მიმართულებების საძიებლად მდგრადი ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშესაწყობად.