ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/12/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ხელნაკეთი საჩუქრები და ექსკლუზიური სათამაშოები, რომლებიც ანტიალერგიული და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან იქმნება
მხატვარი და მეთოჯინე ნაირა გოგინაშვილი უკვე წლებია ახალ წელს განსაკუთრებული კოლექციით ანებივრებს მომხმარებელს. ტრადიციას იგი წელსაც არ ღალატობს და ნატურალური განსხვავებული დიზაინის თოჯინებს სთავაზობს მსურველებს. „ნაირას თოჯინები“ მხოლოდ სუფთა, არაალერგიული მასალით მზადდება და ექსკლუზიური დიზაინისაა. მისი არცერთი ნამუშევარი ერთმანეთს არ ჰგავს და თითოეულ სათამაშოში განსაკუთრებულ ხასიათსა და განწყობას აქსოვს ხელოვანი.
პროფესიით მათემატიკოსი ნაირა გოგინაშვილისთვის მხატვრობა და ეხლა უკვე თოჯინების კეთება ბოლო წლებია ბიზნესად იქცა. სათამაშოების კეთება კი რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. ნაქსოვ სათამაშეობს ჯერ შვილიშვილებისთვის და მეგობრებისთვის აკეთებდა, შემდეგ ნამუშევრების კოლექციაც გაიზარდა და ნელ-ნელა საქმიანობამ უკვე ბიზნესის სახეც მიიღო. დღეს „ნაირას თოჯინები“ უკვე უცხოეთშიც იყიდება და განსაკუთრებული ხელწერის გამო, არაერთი მომხმარებელი ინტერესდება მისი კოლექციით.
„თავიდან შვილიშვილებს ვუქსოვდი თოჯინებს. შემდეგ მათ სხვადასხვა ზღაპრის გმირებიც დაემატა. მერჩივნა ბავშვებს ჩემი, ნატურალური პროდუქტით შექმნილი თოჯინებით ეთამაშათ, რომელიც ირეცხება, მყარი კარკასიც აქვთ და ეკოლოგიურად სუფთაცაა. დროთა განმავლობაში ჰობი ბიზნესად იქცა და დღეს სახლში თოჯინების სახელოსნო მაქვს. ფერწერასა და სათამაშოების კეთებას ერთმანეთს ვუთავსებ“, - ამბობს ქალბატონი ნაირა.
„ნაირას ხელნაკეთი თოჯინებიდან“ ყველაზე გამორჩეული მაინც პროტოტიპებია. პროტოტიპების შექმნა ერთ-ერთი საინტერესო, თუმცა შრომატევადი საქმიანობაა. დღეს თოჯინების შეკვეთა ძირითადად ონლაინაა შესაძლებელი.
„დღეს ყველაზე აქტუალური საახალწლო საჩუქრებია. ხშირად მიწევს საჩუქრად სხვადასხვა ადამიანების პროტოტიპი თოჯინების დამზადებაც. დროის დიდ ნაწილს ფერწერას ვუთმობ, თუმცა თოჯინების კეთებაც ერთ-ერთი საყვარელი საქმეა. მიყვარს ჩემი საქმე და მიხარია ამდენი კმაყოფილი მომხმარებელი ჩემს გარშემო. ზოგჯერ დამზადებაში ღამეებიც გადის, თუმცა შედეგი და ბედნიერი მომხმარებელი ყოველთვის აბალანსებს გაწეულ შრომას“,- დაამატა ხელოვანმა.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 3371