ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ალბომის "ქართული ხელნაწერი" ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია
პრესრელიზი
11 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: 2996377; 29874 31
e-mail: culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ალბომის "ქართული ხელნაწერი" ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია
11 მარტს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება ალბომის "ქართული ხელნაწერი" ინგლისური ვერსიის პრეზენტაციას. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბუბა კუდავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე და სხვა მოწვეული სტუმრები.
ალბომი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა. წიგნი შედგა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის "ქართული ხელნაწერი წიგნი (ვებ-გვერდის შექმნა)" საფუძველზე.
წინამდებარე ალბომში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული V-XIX საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნები და უცხოეთის (სინას მთა, იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო) ქართული კოლექციების ის ფოტომასალები, რომელთა გამოყენების უფლებასაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ფლობს. ალბომში შესული ადიშის ოთხთავის მხატვრული ასლი შესრულებულია ავტორთა მიერ შედგენილი აღწერილობისა და მითითებების საფუძველზე. ყველა ეს ხელნაწერი თვალნათლივ ასახავს წიგნის, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენის, წარმოშობისა და განვითარების ისტორიას.
ალბომი გამიზნულია ქართული წერილობითი კულტურის ისტორიით დაინტერესებული მკითხველებისათვის.