ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ხელოვანების თვალით დანახული 90-იანი წლების საქართველო
02/10/2013
მედია ანონსი

2 ოქტომბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 577 13 20 15
anabaqanidze@gmail.com
ანა ბაქანიძე
სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
 
ხელოვანების თვალით დანახული 90-იანი წლების საქართველო

3 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, 3 ოქტომბერს ახალგაზრდა ხელოვანთა და კურატორთა კავშირი უჩვეულო გამოფენას გახსნის, სახელწოდებით: ,,ხელოვანების თვალით დანახული 90-იანი წლების საქართველო".

ერთკვირიან გამოფენას ყოფილი რედაქციის შენობა უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სპეციალურად 1990-იანი წლების თემაზე შექმნილი ნამუშევრები. მათ შორის: სოფო კობიძის, გიორგი ჯინჭარაძის, ანა ამირანაშვილის, გურამ შავდიას, ნატო ბაგრატიონის, ლომერ ახვლედიანის, ანდრია დოლიძის, ლევან სვანიშვილისა და მაშო ოდიშელიძის ნახატები; კორნელი რამიშვილის ქანდაკება; ლევან კიკნაველიძის არქიტექტურა; თამარ მაღლაფერიძის და სერგი ნემსიწვერიძის ვიდეოარტი;

გამოფენა დათო კიკაბიძის, ნიკა ფანიაშვილის, ბაკურ მეტრეველისა და სანდრო კოზმანიშვილის მუსიკის ფონზე გაიხსნება.

თანამედროვე არტისტების ჯგუფის მიზანია, საზოგადოებას ხელოვნების საშუალებით გააცნოს თითოეული მონაწილის დამოკიდებულება უახლესი ისტორიისადმი.

გამოფენაზე გამოყენებული იქნება: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ფოტო, ვიდეო-არტი, ინსტალაციები და მუსიკალური გაფორმება.

გამოფენის გახნის შემდეგ, გაიმართება საჯარო დისკუსიები მონაწილე ხელოვანებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად.

ოქტომბრის ბოლოს, თბილისის შემდეგ "90-იანი წლების საქართველო"-ს საქართველოს სხვა ქალაქებიც უმასპინძლებენ.

 

წაკითხულია: 3389