ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი "ისტორიალი"
25/03/2011

პრესრელიზი

25 მარტი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი
PR მენეჯერი 
თამარ ხიჯაკაძე
ტელ:  897  77 55 98 
893 15 36 14
 
tamoxijaka@yahoo.com

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი "ისტორიალი"

[PUBLICITY.GE] თბილისი,  25 მარტი, 2011 წელი - 25 მარტის 14:00 საათზე დუშეთის მუნიციპალიტეტში (მის: ქ. დუშეთი,რუსთაველისN#60) ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ " ისტორიალის" ორგანიზებით გაიმართება  პროექტის პრეზენტაცია - "დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის ინსტიტუციონალური განვითარება".

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ პრაქტიკაზე ორიენტირებული ვორქშოფების, კონსულტაციების ჩატარება, ხალხური რეწვის პროდუქციის შექმნა, მაღაზია/სალონის გახსნა, ტურისტული მარშრუტების შედგენა, დუშეთის ტურისტული გზამკვლევის გამოცემა და ტუროპერატორებთან მუშაობა რეგიონში კულტურული ტურიზმის და ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის.

პროექტის მიზანია დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ:

სპეციალური ვორქშოფებისა და ტექნიკური დახმარების გზით დუშეთში კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების, მცირე მეწარმეების, ხალხური რეწვის ოსტატების ინსტიტუციონალური უნარების განვითარება და სოციალური მეწარმეობის გზით ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა;

რეგიონის განვითარებისთვის კულტურის სფეროს მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ამაღლება;

დუშეთში კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების, მცირე მეწარმეების, ხალხური რეწვის ოსტატების რეგიონალური ქსელის შექმნა;

დუშეთში კულტურული ტურიზმის  პოტენციალის გაზრდა;

ხალხური რეწვის ადგილობრივი ბაზრის განვითარება;

პროექტის ფინანსური მხარდამჭერები  _ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ფონდის ქსელური პროგრამა
პროექტის ადგილობრივი პარტნიორი _ საერთაშორისო თანამშრომლობისა და   მდგრადი განვითარების ცენტრი ქ. დუშეთი.
პროექთი მიმდინარეობს ქ. დუშეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით,
პროექტის ორგანიზატორი:
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი "ისტორიალი" -დირექტორი მაკა დვალიშვილი

 

წაკითხულია: 3228