ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ხელსაქმის სტუდიის გახსნა
07/02/2012

პრესრელიზი   

7 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
577293979,
inganikagosian@gmail.com

ხელსაქმის სტუდიის გახსნა

[PUBLICITY.GE] თბილისი,  7 თებერვალი, 2012 - 2012 წლის 9 თებერვალს, 13:00 საათზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა უფლებებისა და სოციალ ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა - ფარგლებში გაიმართება ხელსაქმის სტუდიის ოფიციალური გახნის ცერემონიალი

სტუდიის გახსნას დაესწრებიან ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები. გახსნაში  ასევე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დავით კირკიტაძე - ქვემო ქართლის გუბერნატორი, გიორგი მესტვირიშვილი - თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე და  რიკ კლეინიენსი, პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ჰოლანდიური ფონდის "დიალოგი გარდამავალი ეკონომიკის რეგიონებში"   დირექტორი.

პროექტის მიზანია კოდის დასახლებაში მცხოვრები, სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების უფლებების დაცვა და  მათი სოციალურ- ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტმა სამი მიმართულება აირჩია: ტრენინგები მცირე ბიზნესის მართვაში,  ხელნაკეთი ნივთების სტუდიის ჩამოყალიბება, სადაც ჩატარდება ტრენინგები ხელსაქმეში, და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ინდივიდუალური და ჯგუფური კურსები.

პროექტის ბენეფიციარები არიან 2008 წლის კონფლიქტის შედეგად სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალები, რომლებიც ამჟამად კოდაში, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსებულ,   დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. 140-მდე ქალიდან, რომელთაც  პროექტში მონაწილეობის სურვილი 80 გადის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კურსს, 15 ჩართულია მცირე ბიზნესის განვითარების ტრენინგში, ხოლო 40 ქალი გაივლის ხელსაქმის კურსს.

პროექტის შედეგად ამ ქალთა ნაწილი დასაქმდება სტუდიის მართვაში, ნაწილი - პროდუქციის წარმოებასა და მარკეტინგში.

რეგიონის  ადგილობრივი ხელისუფლება ამ პროექტს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს სიღარიბის შემცირების, სამუშაო ადგილების შექმნის, შესაძლებლობების გაუმჯობესების და ქალების საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრაციისთვის. 

სტუდია შეიქმნა და გარემონტდა პროექტის ფარგლებში და   თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. სტუდია პროექტის დამთავრების შემდეგაც გააგრძელებს ფუნქციონირებას და შემოსავლის მოტანას ქალებისათვის.

პროექტი ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით "დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ევროპული ინსტრუმენტის" ფარგლებში ჰოლანდიის ფონდის  "დიალოგი გარდამავალი ეკონომიკის რეგიონებში" მიერ, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მდგრადი განვითარების ცენტრ „რიო"-სთან და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა"-სთან პარტნიორობით.

ორგანიზატორები უზრუნველყოფენ მედიის წარმომადგენლების ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით.
პროექტისა და ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ინგა ნიკაგოსიანს: 577293979,
inganikagosian@gmail.com

წაკითხულია: 2689