ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ჯეპრა ახალ წელს რებრენდინგით შეხვდება
19/11/2007

  

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

19 ნოემბერი, 2007
დაუყოვნებლივი  გავრცელებისათვის 

 საკონტაქრო პირი: მაია ტაკაშვილი
საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”, მედია მენეჯერი
ტელ: 995452, 988344
ელ.ფოსტა: info@gepra.ge
ვებ.გვერდი:  
www.gepra.ge

ჯეპრა ახალ წელს რებრენდინგით შეხვდება

[PUBLICITY.GE] თბილისი, 19 ნოემბერი, 2007 - ჯეპრას ჯგუფში შემავალი კომპანიების ბრენდინგი და პროდუქტების რედიზაინინგი 2007 წლის ბოლოსთვის დასრულდება. აღნიშნული პროცესი ჯეპრას რებრენდინგის შემადგენელი ნაწილია და კომპანიათა ჯგუფის სტრატეგიული განვითარების ახალ მიმართულებებს ასახავს.

"ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ქართული საკომუნიკაციო ბაზრის ლიდერები. ჯეპრას, როგორც ბიზნესის, ასევე ბრენდის განვითარების ვექტორი დასავლეთის წამყვანი კომპანიების პარალელურია. 2008 წელს ჩვენ კორპორატიულ კლიენტებს არაერთ ინოვაციას შევთავაზებთ - ეს იქნება მომსახურების ახალი სტანდარტების დამკვიდრება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის რეგიონში", - განაცხადა ჯეპრას აღმასრულებელმა დირექტორმა კახა მაღრაძემ.

ჯეპრას რებრენდინგი მოიცავდა კომპანიის ნაწილობრივ რეპოზიციონირებას, სტრუქტურის ცვლილებას, კომპანიის ლოგოტიპისა და პროდუქტების ლოგოების რედიზაინინგს, საფირმო და კორპორატიული სტილის ცვლილებას, მისიის განახლებას, პროდუქტების ხაზის დახვეწას და ხარისხის მართვის სტანდარტების შემოღებას. რებრენდინგის საერთო ბიუჯეტმა 70 ათას ლარს გადააჭარბა.

„რებრენდინგი - ჯეპრაში ბიზნეს-პროცესებისა და მართვის ფილოსოფიის გარკვეული ცვლილებების შედეგია. ბოლო წლებში მომხდარი შიდა ცვლილებები კომპანიას საშუალებას აძლევს სტრატეგიულად ახალ მიმართულებებზე გააკეთოს აქცენტი. კომპანიაში შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც საქართველოს პიარ და მარკეტინგის სფეროს აღიარებული და ავტორიტეტული პიროვნებები შევლენ. ჩამოყალიბდა სპეციალური საკომუნიკაციო პაკეტები საშუალო და მსხვილი კომპანიების მომსახურებისათვის, გაძლიერდა პიარ და მარკეტინგული აუდიტის მიმართულებაც. ჯეპრას რებრენდინგი მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე არქეტიპული ბრენდინგის მეთოდიკით განხორციელდა", - აცხადებს გიგა ხარებავა, ჯეპრას ბრენდ-მენეჯერი.

2007 წელი ჯეპრას სტრატეგიულ განვითარებაში უმნიშვნელოვანესი იყო. კომპანიამ მიიღო ხარისხის მართვის სერთიფიკატი ISO 9000:2001, გაწევრიანდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პიარ კომპანიათა ქსელში, პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა უკრაინის, ესტონეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პიარ კომპანიებთან.

ჯეპრამ თავის პარტნიორებთან ერთად ჩამოაყალიბა თბილისის პიარ სკოლა, რომელიც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სწავლების პიონერი და ლიდერი გახდა საქართველოში. გაზეთ 24 საათთან ერთად გამოიცემა გაზეთი `რეალური კაპიტალი~.

"ჩვენთვის საინტერესო გახდა მედია-ბიზნესის მიმართულების განვითარებაც. უკვე წელს ვაპირებთ რამდენიმე პროექტის დაწყებას და მომავალში საგაზეთოს გარდა, ინტერნეტ მედია-რესურსების შექმნაზეც აქტიურად ვაპირებთ მუშაობას. სარეკლამო ბაზარზეც გვინდა მოვსინჯოთ ჩვენი ძალები. აქცენტს ვაკეთებთ ალტერნატიულ სარეკლამო საშუალებებზე, რომელიც საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისათვისაც სიახლე იქნება~, - ganაცხადა ჯეპრას ბიზნეს განვითარების დირექტორმა სოსო გალუმაშვილმა.

ჯეპრა 2002 წელს დაარსდა და პიარ და მარკეტინგული კომუნიკაციების ლიდერი კომპანიაა საქართველოში. ჯეპრას საქმიანობა მოიცავს პიარის, მარკეტინგის, ივენთ მენეჯმენტის,  მედიასთან ურთიერთობის, ბრენდინგისა და ბითიელის სერვისებს.


  


მენეჯმენტი

აღმასრულებელი დირექტორი   კახა მაღრაძე

kakha@gepra.ge 

 თბილისის პიარ სკოლა ელენე ოქრომჭედლიშვილი

 elene@gepra.ge

 რეალური კაპიტალი მაია ტაკაშვილი

 maia@gepra.ge

 ჯეპრა დისქავერი სალომე გირკელიძე

 discovery@gepra.ge

 ბითიელ ჯი   თიკო მაკარიძე info@btl.ge

 

###

წაკითხულია: 10186