პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
14 დეკემბერი, 2007
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქრო პირი: მაია ტაკაშვილი
საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”, მედია მენეჯერი
ტელ: 995452, 988344
ელ.ფოსტა: info@gepra.ge
ვებ.გვერდი: www.gepra.ge
ჯეპრა გლობალ კომპაქტის წევრი გახდა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 14 დეკემბერი, 2007 - "ჯეპრა” გაეროს გლობალ კომპაქტის წევრი გახდა. ამ ორგანიზაციის წევრობა კომპანიას დამატებით ავალდებულებს ყველა დაინტერესებულ მხარეს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც მან გლობალური შეთანხმების 10 ძირითადი პრინციპის განხორციელების სფეროში მიაღწია.
ინფორმაცია პროგრესის შესახებ შესაძლებელია გაკეთდეს წლიური ფინანსური, სტაბილური განვითარების ან სხვა სახის საჯარო ანგარიშების, ვებ-გვერდებისა ან კომუნიკაციის სხვა არხების გზით.
"ბიზნესი არ უნდა გახდეს ადამიანთა უფლებების დარღვევის თანამონაწილე და მხარს უნდა უჭერდეს და პატივს სცემდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ადამიანის უფლებებს, გაერთიანების თავისუფლებასა და კოლექტიურ შრომათა შეთანხმების უფლების აღიარებას, ყველა ფორმის იძულებითი და სავალდებულო შრომის აღმოფხვრას, ბავშვის შრომის რეალურ გაუქმებას, დასაქმებასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ დისკრიმინაციის აღმოფხვრას, გარემოს მიმართ ფრთხილ დამოკიდებულებას, ამასთან ვალდებულია პროპაგანდა გაუწიოს გარემოს დაცვის მიმართ მეტ პასუხისმგებლობას და ხელი უნდა შეუწყოს ისეთი ტექნოლოგიების განვითარებასა და გამოყენებას, რომელიც არ აზიანებს გარემოს, ბიზნესი ვალდებულია იბრძოდეს კორუფციის ნებისმიერი გამოვლენის მიმართ", – ეს ის ძირითადი 10 პრინციპია, რომელიც აუცილებელია განახორციელოს გლობალური შეთანხმების წევრმა კომპანიებმა თავისი საქმინობის სფეროში.
გლობალურმა შეთანხმებამ ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ამ დღიდან შეთანხმების მონაწილეთა რიცხვი სწრაფად გაიზარდა. დღეისათვის ის მსოფლიოს უდიდესი ბიზნეს-ინიციატივაა, რომელშიც გაერთიანებულია 80 ქვეყნის 2000-ზე მეტი ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, მთავრობები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოები. მონაწილე კომპანიები წარმოების სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ. მათ შორის არიან როგორც განვითარებული მსოფლიოს მსხვილი და მულტინაციონალური კომპანიები, ისე განვითარებადი ქვეყნების მცირე საწარმოები.
ორგანზაციის შესახებ:
ჯეპრა 2002 წელს დაარსდა და პიარ და მარკეტინგული კომუნიკაციების ლიდერი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს პიარის, მარკეტინგის, ივენთ მენეჯმენტის, მედიასთან ურთიერთობის, ბრენდინგისა და ბითიელის სერვისებს. "ჯეპრა” ახალ წელს ახალი სახითა და ახალი სტრატეგიით ხვდება. ჯეპრას ჯგუფში შემავალი კომპანიების ბრენდინგი და პროდუქტების რედიზაინინგი 2007 წლის ბოლოსთვის დასრულდება. აღნიშნული პროცესი კომპანიის რებრენდინგის შემადგენელი ნაწილია და კომპანიათა ჯგუფის სტრატეგიული განვითარების ახალ მიმართულებებს ასახავს.###