პრესრელიზი
24 ივნისი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19
ჯიშთა გამოცდის პროექტის ფარგლებში ხორბლის პირველი მოსავალი აიღეს
სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია, შპს ,,მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის" ხელმძღვანელი გიორგი ღუღუნიშვილი და მეთესლეობის დარგის სპეციალისტები ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ჯიშთა გამოცდის პროექტის ფარგლებში დათესილი ხორბლის პირველი მოსავლის აღებას დაესწრნენ.
„სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელმაც დარგის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. ჯიშთა გამოცდის პროექტის განხორციელება სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლის რეალურ შედეგს სულ მალე ნახავს ჩვენი მოსახლეობა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შევქმენით ახალი უწყება - სოფლის მეურეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების, მოსავლიანობის ზრდისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით.",- განაცხადა შალვა ფიფიამ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2013 წელს ჯიშთა გამოცდის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს საქართველოში არსებული ნიადაგურ-კლიმატური ზონებისთვის სიმინდის, სოიოს და ხორბლის ოპტიმალური ჯიშების გამოვლენას, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ხარისხიანი სათესლე მასალის გავრცელებას.
უკანასკნელი წლებში საქართველოში სრულიად განადგურდა ჯიშთა გამოცდის სადგურები, რამაც ხარისხიანი, უხვმოსავლიანი და ჩვენი ქვეყნის ნიადაგურ-კლიმატური ზონისთვის ოპტიმალური ჯიშების გაქრობა გამოიწვია.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საკონკურსო გამოცდის საფუძველზე, პერსპექტიული ჯიშები გამოვლინდება და მარცვლეულის მწარმოებლებს აპრობირებულ და გამოცდილ ჯიშებს შესთავაზებენ.
მარცვლეული ჯიშების მოსავლიანობის და ავკარგიანობის დადგენის შედეგად, საქართველოს რაიონების მიხედვით არაკონკურენტული ჯიშების ახალი, აპრობირებული ჯიშებით ჩანაცვლება და გასავრცელებლად დაშვება მოხდება.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯიშების/ჰიბრიდების მოასავლიანობა და მათი ავკარგიანობის დადგენისათვის საკონკურსო ჯიშთა გამოცდა 3 წლის განმავლობაში ჩატარდება.