ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
13/05/2025
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ჰედონისტი — სივრცე ვისთვისა სიამოვნება ფილოსოფიაა

ახლახანს თბილისში, გაიხსნა პატარა გასტრო-ბარი, რომელიც დიდ იდეას ატარებს — ცხოვრებაზე, როგორც ხელოვნებაზე, და გემოზე, როგორც მეტაფორაზე. ეს ადგილი „ჰედონისტია“, სივრცე მათთვის, ვინც ყოველდღიურობაზე მაღლა დგას და სიამოვნებას მარტივ და დახვეწილ დეტალებში ეძებს.


ბარის შემქმნელები — მაქს კულიკოვი და არტიომ ნაბატოვი, უკრაინიდან დევნილი მეგობრები, თბილისში არამდენიმე წლის წინ გადმოვიდნენ. ორივეს საკუთარი მცირე ჰორეკა ბიზნესი ჰქონდა უკრაინაში, თუმცა ომის გამო ყველაფრის მიტოვება მოუწიათ. მეგობრები ერთმანეთს გასტრონომიამ და იოგამ დააკავშირა.მათი ხედვა გასტრო-ბარშიც ისე აისახა, როგორც კედელზე სინათლე: მშვიდი ატმოსფერო, ბუნებრივი განათება, თანაბარი ხმაურისგან დაცული სივრცე — და ყველა წვრილმანი, რაც სტუმარს საკუთარ თავთან მჭიდრო კავშირში აყენებს.

„მოგვინდა, შეგვექმნა ადგილი არა უბრალოდ საკვებისთვის, არამედ გემოვნებისთვის — ადამიანისთვის, ვინც არ ჩქარობს, ვისაც მოსწონს ფიქრი, საუბარი, გემოს გარჩევა…“, — ამბობს არტიომი.

სივრცე, რომელიც საუბრების მისამართი ხდება
ამ პატარა ბარში არ არის DJ-ები და ხმაური — აქ თემა ხარ შენ და შენი განწყობა. მაქსი და არტიომი გეგმავენ სივრცის გახსნას არა მხოლოდ კულინარიული გამოცდილებისთვის, არამედ:


საუბრებისთვის — საქმეზე, ფიქრზე, იდეებზე
თემატური საღამოებისთვის — ერთი დღე ვისკის, მეორე დღე — საუბრისა და ღვინისთვის
დილის ვიდეო საუბრებისთვის ცნობილ სტუმრებთან, სადაც ჰედონიზმი, ცხოვრება, ქალაქი და აზრი იკვეთება


ახალი თბილისური ჰედონიზმი


ეს ერთგვარი ახლებური კონცეფცია და მიდგომაა გასტრო-ბარის სპეციფიკაში და გვინდა თბილისელებს შევთავაზოთ არა მხოლოდ გემრიელი კერძები და გამორცეული სასმელები, რომლებიც მათთვის შეიქმნა, არამედ ჩვენი გასტო-ბარი იყოს ადგილი სადაც სიამოვნებას მიიღებ, დაისვენებ, განიტვირთები, ან პირიქით იმუშავებ კიდეც. მოკლედ გვინდა იქცეს ნამდვილ ჰედონისტურ ადგილას, მათთვის ვინც იცის რაა ცხოვრებით ტკბობა- ამბობენ დამფუძნებლები.

“ჰედონისტი” უკვე იწყებს საკუთარ ისტორიას — არა მხოლოდ როგორც ბარი, არამედ როგორც ახალი ფენის ემოციური ადგილი. ადამიანებისთვის, ვინც ინტუიციით არჩევს — სად შევიდეს, ვისთან დალიოს და რაზე ილაპარაკოს.ჩვენთვის ჰედონისტი მარტო საკვები არაა. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ვუყვებით ადგილს, ჩვენს სტუმრებს და საკუთარ თავსაც“, — ამბობს მაქსი.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 70