ახლახანს თბილისში, გაიხსნა პატარა გასტრო-ბარი, რომელიც დიდ იდეას ატარებს — ცხოვრებაზე, როგორც ხელოვნებაზე, და გემოზე, როგორც მეტაფორაზე. ეს ადგილი „ჰედონისტია“, სივრცე მათთვის, ვინც ყოველდღიურობაზე მაღლა დგას და სიამოვნებას მარტივ და დახვეწილ დეტალებში ეძებს.
ბარის შემქმნელები — მაქს კულიკოვი და არტიომ ნაბატოვი, უკრაინიდან დევნილი მეგობრები, თბილისში არამდენიმე წლის წინ გადმოვიდნენ. ორივეს საკუთარი მცირე ჰორეკა ბიზნესი ჰქონდა უკრაინაში, თუმცა ომის გამო ყველაფრის მიტოვება მოუწიათ. მეგობრები ერთმანეთს გასტრონომიამ და იოგამ დააკავშირა.მათი ხედვა გასტრო-ბარშიც ისე აისახა, როგორც კედელზე სინათლე: მშვიდი ატმოსფერო, ბუნებრივი განათება, თანაბარი ხმაურისგან დაცული სივრცე — და ყველა წვრილმანი, რაც სტუმარს საკუთარ თავთან მჭიდრო კავშირში აყენებს.
„მოგვინდა, შეგვექმნა ადგილი არა უბრალოდ საკვებისთვის, არამედ გემოვნებისთვის — ადამიანისთვის, ვინც არ ჩქარობს, ვისაც მოსწონს ფიქრი, საუბარი, გემოს გარჩევა…“, — ამბობს არტიომი.
საუბრებისთვის — საქმეზე, ფიქრზე, იდეებზე
თემატური საღამოებისთვის — ერთი დღე ვისკის, მეორე დღე — საუბრისა და ღვინისთვის
დილის ვიდეო საუბრებისთვის ცნობილ სტუმრებთან, სადაც ჰედონიზმი, ცხოვრება, ქალაქი და აზრი იკვეთება
ახალი თბილისური ჰედონიზმი
“ჰედონისტი” უკვე იწყებს საკუთარ ისტორიას — არა მხოლოდ როგორც ბარი, არამედ როგორც ახალი ფენის ემოციური ადგილი. ადამიანებისთვის, ვინც ინტუიციით არჩევს — სად შევიდეს, ვისთან დალიოს და რაზე ილაპარაკოს.ჩვენთვის ჰედონისტი მარტო საკვები არაა. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ვუყვებით ადგილს, ჩვენს სტუმრებს და საკუთარ თავსაც“, — ამბობს მაქსი.