ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ჰეპატიტის მსოფლიო დღე საქართველოში
01/10/2007



პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

1 ოქტომბერი, 2007
დაუყოვნებლივი  გავრცელებისათვის 

საკონტაქრო პირი: მაია ტაკაშვილი
საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”, მედია მენეჯერი
ტელ: 995452, 988344
ელ.ფოსტა: info@gepra.ge
 

ჰეპატიტის მსოფლიო დღე საქართველოში



[PUBLICITY.GE] თბილისი, 1 ოქტომბერი, 2007  - 1 ოქტომბერს, ჰეპატიტის წინააღდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ. შვეიცარული ფარმაცეფტული კომპანიის `ჰოფმან ლა როშის” საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა რამდენიმე ღონისძიება, რომლის მიზანიც იყო დაავადების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის გაზრდა და მასთან ბრძოლის თანამედროვე, ეფექტური გზების შესახებ ხალხისათვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება.

ჰეპატიტის დაძლევის მსოფლიო დღე პირველად აღინიშნა 2004 წლის 1 ოქტომბერს, დაავადებული პაციენტების მიერ შექმნილი ვებ-საიტის – www.hep-links.com – ინიციატივით. მას შემდეგ იგი გადაიქცა, მართლაც რომ, საერთაშორისო მოძრაობად. 2006 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ოფისმა, ევროპის კომისიისა და ღვიძლის კვლევის ევროპის ასოციციასთან ერთად 44 სხვადასხვა ქვეყანაში განახორციელა C ჰეპატიტის წინააღდეგ მიმართული სპეციალური აქციები, რომელთა ძირითადი გზავნილიც შემდეგი იყო - ”ჩაიტარე ტესტირება!”

ცნობილი ადამიანიები C ჰეპატიტის წინააღდეგ 1 ოქტომბერის, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის წინ, პოპულარულმა ადამიანებმა დაარიგეს სპეციალურ საინფორმაციო ბროშურები C ჰეპატიტისა და მისი მკურნალობის შესახებ და მოუწოდეს მოსახლეობას, რომ მათ ჩაიტარონ ტესტირება ამ დაავადების დროულად აღმოჩენისათვის. აქციაში მონაწილოებას მიიღეს:

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი – სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2 
ნიკა ქავთარაძე, ტელეწამყვანი – ტელეკომპანია ”მზე”
ზურა მანჯავიძე, მომღერალი – ჯგუფი ”ფორტე”                
ზაალ წულკიძე, ტელეწამყვანი – ტელეკომპანია ”იმედი”

კონფერენცია ჰეპატიტის შესახებ

1 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა სპეციალური პრეს-კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ჰეპატიტის პრობლემას საქართველოში და მასთან ბრძოლის თანამედროვე გზების ჩვენს ქვეყანაში გამოყენების საკითხებს. ცნობილმა ექიმებმა და სპეციალისტებმა წარმოადგინეს სტატისტიკა და სხვა საინტერესო ინფორმაცია აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით. ღონისძიების ბოლოს, მოხდა ცნობილი ქართველი ინფექციონისტის, ქალბატონი ეთერ ბოცვაძის დაჯილდოება მისი ღვაწლისათვის ჰეპატიტის და ზოგადად ინფექციური დაავადებების წინააღდეგ ბრძოლის საქმეში.

წაკითხულია: 8664