ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ჰიპერმარკეტი "გუდვილი" დაარსებიდან 6 წლისთავს აღნიშნავს
09/10/2010


პრესრელიზი


9 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი , ფარნავაზ მეფის გამზ. 1 ,
ტელ: 24 36 73; 24 36 70
pr@goodwill.ge

ჰიპერმარკეტი "გუდვილი" დაარსებიდან 6 წლისთავს აღნიშნავს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 9 ოქტომბერი, 2010 - ჰიპერმარკეტი "გუდვილი" დაარსებიდან 6 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამასთან დაავშირებით კომპანიამ ბონუსბარათის კლუბის წევრებს, კერძოდ პირველ 500 წევრს, რომელთაც ანგარიშზე ყველაზე მეტი ბონუს ქულა ჰქონდათ, საჩუქრები გადასცა; ხოლო იმ 100 წევრს, რომელთაც ბარათზე ყველაზე ცოტა ქულა ქონდათ, კომპანიამ ბარათზე 3000 ქულა დაურიცხა.

6 წლის განმავლობაში "გუდვილმა" უმაღლესი მომსახურება და ხარისხის სრული კონტროლი შექმნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიხსნა ორი სუპერმარკეტი: დედაქალაქის ცენტრში _ "გუდვილი ვაკე" და ქალაქ ბათუმში _ "გუდვილი ბათუმი".

პირველი ჰიპერმარეტი "გუდვილმა" 2004 წლის ოქტომბერში დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე გახსნა. მაშინ 96 თანამშრომელი იყო დასაქმებული.

დღეისთვის კი, გუდვილის ქსელში 1116 ადამიანი მუშაობს. 6 წლის განმავლობაში ჰიპერმარკეტის ფართი 10 ათასიდან 24 ათას კვადრატულ მეტრ ფართობამდე გაიზარდა. პროდუქტების რაოდენობამ კი 50 ათას მიაღწია, დღიური მომხმარებლების რაოდენობამ 5 ათას, ხოლო მიმწოდებლების რიცხვმა _ 700-ს გადააჭარბა. მომწოდებლებს შორის არიან გერმანული, ჰოლანდიური, იტალიური, ფრანგული, უკრაინული და ბულგარული კომპანიები.

წაკითხულია: 2927