პრესრელიზი
17 ოქტომბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
ჰოლანდიის განვითარების ბანკმა საცხოვრებელი კომპლექსისთვის „M2 იპოდრომთან" დაფინანსების მეორე ტრანში გამოყო, 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით
თბილისი, 17 ოქტომბერი, 2012 - ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO) საცხოვრებელი კომპლექსისთვის „M2 იპოდრომზე" დაფინანსების მიზნით, პროექტისთვის დამტკიცებული 20 მილიონი აშშ დოლარიდან, გამოყო მეორე ტრანში, 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. სადღეისოდ, ჰოლანდიის განვითარების ბანკის მიერ კომპლექსის მშენებლობისთვის ჯამში გამოყოფილია 10 მილიონი აშშ დოლარი.
საცხოვრებელი კომპლექსი „M2 იპოდრომზე", შენდება თამარაშვილის ქ. N 13-ში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან. ბინები ბარდება დასრულებული რემონტით, რაც მფლობელს საშუალებას აძლევს პირადაპირ შევიდეს და იცხოვროს საკუთარ ბინაში. აღსანიშნავია, რომ რემონტის შესრულებისას გათავლისწინებული იქნება ბინის მფლობელის გემოვნება. კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები. ამასთან, პროცესზე კონტროლს ახორციელებს საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია. „M2 იპოდრომთან" საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასრულდება 2014 წლის სექტემბრის ბოლოს.
„საცხოვრებელი კომპლექსისთვის მიღებული დაფინანსების მეორე ტრანში, 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით, უზრუნველყოფს მშენებლობის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას," განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ნადარეიშვილმა. „პროექტის დაფინანსება ისეთი საიმედო ინსტიტუტის მიერ, როგორციაა ჰოლანდიის განვითარების ბანკი, „M2 იპოდრომთან" სამშენებლო კომპლექსის წარმატებით განხორციელების გარანტირებული საწინდარია."
დამატებითი ინფორმაციისთვის „M2 იპოდრომთან" დაკავშირებით ეწვიეთ: http://www.m2.ge/