კონკურსის შესახებ
2018 წელს გამართულ კონკურსში მონაწილეობა 43 კომპანიამ 77 CSR პროექტით მიიღო. ქართული წამყვანი მედია არხების საშუალებით კონკურსის შესახებ ინფორმაცია 1,230,500 ადამიანს მისწვდა.
წელს, ისევე როგორც შარშან, კონკურსი ტარდება მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციასთან, ბიზნესპლატფორმასა და სამთავრობო ინსტიტუტთან თანამშრომლობით. ესენი არიან: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; გარემოსდაცვითი ინფრომაციისა და განათლების ცენტრი; ფინანსთა სამინისტროს აკადემია; შვედეთის საელჩო საქართველოში; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა; “აწარმოე საქართველოში”; ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF); საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია; გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV); საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის სპეციალურ, ნარჩენების მართვის კატეგორიას მხარს უჭერს USAID–ის პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ (ფაზა II), რომელსაც ახორციელებს CENN. კატეგორია „შემოქმედებითი CSR” კი ხორციელდება საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მხარდაჭერით.
კონკურსის სპონსორია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“.